"ბებო ძალიან ძუნწი და უჟმური შემხვდა, რომელსაც ჰყავდა ძაღლი "ბუბა". ცხოვრებაში პირველად ვნახე, ძაღლი როგორ ჭამდა ყაბაყს და პომიდორს" - ემიგრანტის სახალისო ისტორია საბერძნეთიდან

ქართველი ემიგრანტი მანანა ოდიშვილი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" სახალისო პოსტს აქვეყნებს:

"ბუბა!!!

10 დღის ჩამოსული ვიყავ საბერძნეთში, რომ კუნძულ ევიაზე დავიწყე სამსახური ბებიასთან.

ბებო ძალიან ძუნწი და უჟმური შემხვდა.

ენის არ ცოდნის გამო პრობლემა მქონდა და ისიც ზოგიერთი პედაგოგივით მაგიდაზე მირახუნებდა მუშტებს.
ახლა რომ ვიხსენებ,თურმე როგორ მლანძღავდა ..სულელს და უტვინოს მეძახდა..

ბებოს ჩემს გარდა პატარა ფინია ძაღლიც ჰყავდა ,,ბუბა".

ეგრევე შევატყვე ბუბას,ბებია დიდად არ ეპიტნავებოდა,ჩემს გარშემო კი ეგრევე ორ ფეხზე წაიცეკვა.
თან ,,ბუბას" ესმოდა ჩემი ლაპარაკი ბებიასგან განსხვავებით. 

ბებიას კერძო სახლი და ბაღი ჰქონდა, სადაც პომიდორი და ყაბაყი ჰქონდა დარგული( ჩვენი ძირითადი საკვები)..
ყაბაყი შემწვარი,ყაბაყი მოხარშული, ყაბაყი ჩაშუშული და ა.შ. ყა- ბა- ყიი 

საწყალი ბუბა არ იძახდა უარს არაფერზე და ცხოვრებაში პირველად ვნახე ძაღლი როგორ ჭამდა ყაბაყს და პომიდორს ..

ხანდახან გავასეირნებდი ხოლმე ბუბას და ,,შურით" ვუყურებდი როგორ დაითრევდა ნაგვის ყუთიდან რამე გემრიელს. 

მეზობლად ორი ქართველი ქალბატონი მუშაობდა, მაშინვე მოცვივდნენ ჩემს სანახავად და ძღვენიც მოიტანეს.

მშვენივრად საუბრობდა ორივე ბერძნულად, დამამშვიდეს, მომეფერნენ, დამაიმედეს და წავიდნენ..

ბებოს სიძუნწის ამბავი მათაც სცოდნიათ და კიდევ მომადგნენ ძღვენით ხელში..

ბებომ ახლა უკვე წარბი შეიკრა და ,,მათხოვარი" მიწოდა.

ქართველ გოგოებს კი აუკრძალა რამეს მოტანა..

ქართველები ხელცარიელნი არსად არ მივდივართო, აუხსნეს გოგოებმა.

სასტიკი უარის მიღების შემდეგ ახალი სტრატეგიული გეგმა შევადგინეთ.

ერთი ბებიას საუბრით გაართობდა, მეორე კი უკანა კარიდან ჩემს ოთახში სადილს შეიტანდა.

მე რა თქმა უნდა ბუბაც წილში გამყავდა..ოღონდ ვაფრთხილებდი: ბებო,რომ რამეს არ მიმხვდარიყო ყაბაყი მაინც უნდა შეეჭამა

გოგოებს ხშირად მოჰქონდათ სანოვაგე..მოვსულიერდით მე და ,,ბუბა" ხორცი ავისხით 

ვპირდები ბუბას, ხელფასს რომ ავიღებ მწვადზე დავპატიჟებ. 

კიდევ მოვიდნენ გოგოები, თვალით მანიშნა ერთმა და ოთახში შეაქანა სადილი.

მეც შევყევი.

მაძალებს მეგობარი, მიდი ჩქარა მიირთვი, რომ ჭურჭელი უკან წავიღოო..

ვეძებ ბუბას, ვერც მაცივარში შევდებ..ბებო ნახავს..იძულებული გავხდი ბუბას გარეშე ,,გამევლო მუსრი" სადილისთვის.

ამოვასუფთავე, გოგოები წავიდნენ.. მე ვეღარ ვინძრევი 

გამოჩნდა ბუბა,საიდანღაც ზლაზვნით მოვიდა და ენა გადმომიგდო.

კაი დროსია, ვუღრიალე მე..სად დადიხარ,სად დაწანწალებ?! ვლანძღავ ბუბას და თან მეცოდება...

ბებო დავაწვინე და მე ვწრიალებ, უნდა ვირბინო..

გავიქეცი და გამომყვა ბუბაც...

დავრბივარ აღმა- დაღმა, იქით- აქეთ, ხუმრობაა ჩემი და ბუბას წილი შევახრამუნეეე?!! 

ბუბა ხმას არ იღებს, სევდიანი თვალებით მიცქერს, ნანობს, რომ სადღაც გაიპარა და უსადილოდ დარჩა..

მხოლოდ ორი თვე გავჩერდი ბებიასთან...

წამოვედი და გამოვიყოლე თვალცრემლიანი ,,ბუბას" მზერა, ეეჰ,შენ კი უშველე თავს,გააღწიე აქედან და მე რა მეშველებაო?!!", - წერს ემიგრანტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ევროპის საბჭოს წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, ექიმებს ხარკოვიდან დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები გამოჰყავდათ“ - რას წერს ქეთი ქარდავა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714112840

სოციალური მედია

„თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს, ისინი მალე, მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვე...

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

1714075598

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/...

წყალი

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი