ქართული სპორტის კიდევ ერთი გამარჯვება-ისტორიაში პირველად ბექა შაინიძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონია!

ისტორიაში პირველად ქართველი სპორტსმენი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონია. 

სერბეთი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა.

ფინალურ ბრძოლაში ბექა შაინიძემ იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა. 18-წლამდელებში კი საქართველოს ნაკრებს  ვერცხლი ნიკოლოზ პაპაშვილმა და გიორგი პირველმა, ბრინჯაო კი გიორგი დიდებულიძემ, დავით ნინიშვილმა, იოანე დიქოშვილმა, ოთარ ბერიძემ და დავით მგალობლიშვილმა მოუტანეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იასპარეზეს.

წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744895988

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7523 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარი

1744894234

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მაგარ ფორმაშია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში ეხმარება. მამარდაშვილი აპრილში, ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მ...

გიორგი მამარდაშვილი

1744893835

საზოგადოება

ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან არჩევ...

ცესკო

1744893619

ახალი ამბები

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატ...

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო

1744892294

ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე, ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება, ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში...

განათლების სამინისტრო