10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  
 
ვერძი

ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან უფრო თამამი იყოთ. ნუ მოგერიდებათ, ურთიერთობაში ინიციატივა გამოიჩინოთ და პირველი გამოელაპარაკოთ. ასეთი აქტიურობა წარმატების მიღწევაში და სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დიდი პრობლემები მოსალოდნელი არ არის, წვრილმან უსიამოვნებებს კი მარტივად გაუმკლავდებით. პირად ურთიერთობებშიც სიმშვიდეა. თუ წინა პერიოდიდან კონფლიქტი და დაძაბულობა გამოგყვათ, ნუ გაამწვავებთ.

კურო

ნუ ეცდებით, შეუძლებელს მიაღწიოთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ და ეცადეთ, რეალისტურად იაზროვნოთ. გირჩევთ, საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

ტყუპები

ინტუიციურად იმოქმედეთ და შინაგან ხმას უსმინეთ. პოზიტიური განწყობა წვრილმანი პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდათ, პარტნიორი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. შეიძლება გარკვეული ზეწოლა იგრძნოთ და სხვა ადამიანების განზრახვების ამოცნობა გაგიჭირდებათ. სასურველია დეკორატიული ნივთის ყიდვა, რომელიც თქვენს სახლში სიხარულს და სულიერ ჰარმონიას შემოიტანს.

კირჩხიბი

ამ დღეს არავის გაუზიაროთ თქვენი გეგმები, ოჯახური ან პირადი საიდუმლო. შესაძლოა, თქვენი იდეები საყვარელმა ადამიანებმაც კი არ დააფასონ და ზოგ საკითხში დაგიპირისპირდნენ. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და მტკივნეულ თემებზე საუბარს. ამ დღეს განსხვავებული როლის მორგება მოგიწევთ, მაგრამ საკუთარ სურვილებზე წინ არაფერი უნდა დააყენოთ. საღამოს სასიხარულო ამბავი გელით.

ლომი

კარგი დღეა ძველ მეგობრებთან შეხვედრისთვის - გაიხსენეთ ისინი, ვინც დიდი ხანია, არ გინახავთ, მით უმეტეს, რომ მალე მათი დახმარება დაგჭირდებათ. უარს ნუ იტყვით შემოთავაზებაზე, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ - ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმაროთ. ფინანსური თვალსაზრისით კარგი კვირა გელით, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობებიც იზრდება. თუ ჩათვლით, რომ საქმეს ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.

ქალწული

რთული დღეა. უსიამოვნო სიურპრიზები ყველაზე შეუფერებელ დროს და ადგილას გელით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამბები ან სხვების საიდუმლო გაიგოთ, მაგრამ ეცადეთ მაშინვე დაივიწყოთ - ამის ცოდნა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება. ემოციები აკონტროლეთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დააზიანოთ, მით უმეტეს, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:

https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/10-noembris-astrologiuri-prognozi-4490

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1735764160

ჰოროსკოპი

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი ამ დღეს ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ. ასევე, მოერიდეთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე...

ჰოროსკოპი

1735761382

საზოგადოება

2 იანვარს ბედობაა - რა ვიცით აღნიშნულ დღესასწაულზე

საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს...

საზოგადოება

1735755783

ჰოროსკოპი

ხარკოვში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც სამხედრო გაძარცვეს და სცემეს

 ხარკოვში ორმა კაცმა სამხედრო მოსამსახურე გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ნაცემია. „გამოძიების ცნობით, ორი კაცი მიწის...

ხარკოვი

1735750189

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატუ...

პროკურატურაა

1735740821

მსოფლიო

აშშ-ში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 30 კი დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, შემდეგ კი, მძღოლი გადმოვიდა და სროლა ატეხა. როგორც USA Today წერს, შედეგად, დაიღუპ...

ამერიკა