2 იანვარს ბედობაა - რა ვიცით აღნიშნულ დღესასწაულზე

საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.

ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ. 

უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს. ბედობა დღეს ოჯახიდან გასვლა არ შეიძლება, გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავად ხარ მეკვლე.

სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს კოხტად გამოწყობილი უნდა ეწვიოს, თან ნაირ-ნაირი ტკბილეული, ნუგბარი მიართვას ოჯახს. აუცილებლად მხიარულ განწყობაზე უნდა იყოს, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად მიირთვას. შესვლის წინ უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვები:„შემოვდგი ფეხი — გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა!“
 
ადრე მეკვლეს ხორბლით და სიმინდით მოფენილ სკამზეც სვამდნენ, რადგან იმ წელს ხვავიანი და ბარაქიანი მოსავალი ჰქონოდათ. მეკვლე უკან დაუგვიანებლად უნდა გამობრუნდეს.
 
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან ძველად სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება დაკავშირებული იყო იმედგაცრუებასთან და მოტყუებასთან.
 
თუ ოჯახში ავადმყოფია, ამ დღეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა ლოგინში წოლა არ დაებედოს. თუ ბედობას ფეხზე დამდგარი, შემართებით, მხნედ და მედგრად შეხვდება, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებს.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ.

დღესაც ყველა ოჯახი ცდილობს ბედობის დღესასწაულზე ხალისიანი, პოზიტიური განწყობა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735988884

მსოფლიო

კენიის ერთ-ერთ სოფელში, კოსმოსიდან 500-კილოიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა - BBC

კენიის ტერიტორიაზე კოსმოსიდან 500 კილოგრამიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა. როგორც კენიის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, უზარმაზარი ობიექტი დაეცა სოფელ მუკუკუს მიწაზე, რომელიც დედაქალაქ ნაირობიდან 50 კილ...

 მეტალის ნაწილი ჩამოვარდა

1735986587

სოციალური მედია

„სილამაზის დედოფალი“ - მანიკა ასათიანმა წითელი კაბა მოირგო

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამასთან, მანიკა ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები მიჰყავს. სოცია...

მანიკა ასათიან

1735982699

ჰოროსკოპი

ფინანსურად ეს წელი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია - დასახელდა ორი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2025 წელი განსაკუთრებული იქნება. წლის მთავარი სიმბოლო ტრანსფორმაციასა და სიახლეებს მხარს განსაკუთრებით უჭერს. ამიტომაც, ბევრ ადამიანს მიმდინარე წლის განმავლობაში ექნება შანს...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1735977463

საზოგადოება

„ჩვენი სამშობლო, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად ილია მეორე ჰყავს“ – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავენ

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იუბილეს ულოცავენ. მილოცვის ტექსტს „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთ...

 ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

1735975186

მსოფლიო

ბელგიის ქალაქების მერები ევროპის მასშტაბით ფოიერვერკების გაყიდვაზე აკრძალვის შემოღებას ითხოვენ

ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიღებული ტრავმების სერიის შემდეგ, ბელგიაში კერძო პირებისთვის ფოიერვერკების მიყიდვაზე აკრძალვის შემოღებას განიხილავენ. როგორც Politico წერს, აზრთა სხვ...

ფოიერვერკები