„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ადამიანებში. 21 დეკემბერი ასევე საკრალური დღეა - ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ანუ მზებუდობა.

ზემოთ აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე ასტროლოგმა, ფსიქოლოგმა გიორგი ლობჯანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 

„ხვალ, 21 დეკემბერს გვექნება ზამთრის მზებუდობა, პიკი - თბილისის დროით, 13:21 საათი. ესაა ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე!

ყოველი წლის, 21-22 დეკემბრის რიცხვებში ნამდვილად მისტიკური წუთების წინაშე ვდგებით, თუ რატომ ამას დაბლა მოგახსენებთ:

ამ დროს, მზე 3 დღით გარდაიცვლება, ფაქტობრივად, აჩერებს თავის ძლიერ ნათებას, მისი ენერგოტონუსი მკვეთრად დაცემულია, ხოლო 3 დღის შემდეგ კი 25 დეკემბერს კვლავ იბადება და იბადება დიდი ენერგიით, თხის რქის პირველ გრადუსზე!

ძალიან ბევრი ადამიანი, ზამთარს 1 დეკემბერს ეგებება, მაგრამ პირწმინდად ვამბობ, ზამთარი დგება, მაშინ, როცა დღის მანათობელი შედის თხის რქის ზოდიაქოში და ეს უწევს ზამთრის მზებუდობას!

და მაინც, კიდევ რა საიდუმლოებით მოცული ამბები გვაქვს ამ დღეებში? რას შეიძლება რომ წავაწყდეთ? ესაა დღე, როცა მზე იცვამს შავებს, როცა სამყაროში ჩამოწოლილია ქაოსი და ჩვენ თუ მოვიშველიებთ ბიბლიურ სცენარსაც, სამყარომ ასეთი მძიმე პერიოდები ქრ.შობამდე ნამდვილად გაიარა.

22 დეკემბერს, ბნელ და მძიმე დროში, ღვთისმშობლის დედას, ,,წმინდა ანას“, ეუწყა წმინდა მარიამის ჩასახვა, ხოლო 25 რიცხვში კი თავად ღვთისმშობელმა შვა სამების მეორე ჰიპოსტატსი, ძე ღმერთის სახით. აბა, საინტერესოა, არა?

ზამთრის მზებუდობა კი ციკლურად გვაქვს. ეს დღე დგება, ხან 21 რიცხვში, ხან 22-ში, გააჩნია საზომს, მაგრამ ზუსტად ამ მოვლენასთანაა კავშირში. 22 რიცხვზე თუ ჩავეძიებით, გამოვა რომ მზის ჩასვენების ეტაპთან ერთად, ერთგვარი „ხარების“ დღეცაა, რადგანაც მარიამის დედას ეუწყა მასზე ფეხმძიმობა, მალე კი მესიის მოვლინება!
ამიტომ, მზის უენერგიობა და დროებითი მწუხარება, მართლაც დროებითია, რადგანაც მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!

ხაზგასასმელია ისიც, რომ, უშუალოდ ბიბლიურ სცენარში, ეს მოვლენები ხდებოდა კალენდარულ ცვლილებამდე. შემდგომ ბევრი რამ აირია. რატომ არის 7 იანვარი მისაღები და სწორი, რა მასალა დევს მასში, ამაზე დიდ სტატიას დაგიწერთ მალე.

დანარჩენს, გეტყვით, რომ მზე თხის რქაში იმოძრავებს უკვე, წინა ხაზზე მეტი პრაგმატიზმი, პრაქტიკა და შეუპოვრობა წამოვა, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს ხარისხსა და შედეგებზე.

25 რიცხვამდე სასარგებლოა გენერალური დასუფთავება, თუნდაც სახლში, სამსახურსა და ოფისში. დაემშვიდობეთ ყველაფერ იმას, რაც დრომოჭმული და უბრალოდ გამოუსადეგარია. მეტი დაისვენეთ, მისაღებია ლოცვა, სულიერი ვარჯიში, დიალოგი საკუთარ თავთან, ღმერთთან, მფარველ ანგელოზთან. ასეთი დღეები, უფრო მეტადაა სასარგებლო სტერილური ნაბიჯებისთვის!

გისურვებთ წინსვლებს და კარგ ამბებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735896812

ახალი ამბები

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდ...

ნიკო ლეკიშვილი

1735896219

საზოგადოება

„ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე... ეს საშინელი ამბავი ალბათ არასოდეს დამავიწყდება“ - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი, აშშ-ში, რატი გაგნიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, 1-ელ იან­ვარს მომხდარს ეხმაურება, სადაც ად­გი­ლობ­რი­ვ...

რატი გაგნიძე

1735893470

ახალი ამბები

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი

„ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა“, - ამის შესახებ საქ...

ფეიერკვერკი

1735891537

მსოფლიო

კალიფორნიაში თვითმფრინავი შენობას დაეჯახა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთ...

კალიფორნიაში თვითმფრინავი შენობას დაეჯახა

1735888798

სოციალური მედია

„ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს...“ - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა?

ეროვნული ნაკრებისა და გერმანული კარლსრუეს ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას შვილის კარიერასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას უზიარებს...

ბუდუ ზივზივაძის მამა?