რა არის ბედისწერის კვანძები და რა უნდა ვიცოდეთ მისი შეცვლის შესახებ - ასტროლოგ ხათუნა ნოელის განმარტება

ასტროლოგიაში აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) მიუთითებს აღმასვლას, აღმართს, ხოლო დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) დაღმასვლას, დაღმართს. კარმა, ბედის ბუღალტრული ბალანსები, ცოცხალი და მკვდარი წყალი, წარსული და მომავალი.

სიმბოლოს ძირითადი მნიშვნელობები: კარმა, წარსული და მომავალი, ცხოვრებისეული ამოცანები.

2025 წლიდან ბედისწერის კვანძები ზოდიაქოს ნიშანს იცვლის და ის თევზებისა და ქალწულის ნიშნებში გადაინაცვლებს.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენასთან დაკავშირებით, ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს: 

ბედისწერის კვანძები ზოდიაქოს ნიშანს იცვლიან!!

მომავალი 2025 წელი უჩვეულოდ ბევრ ცვლილებებს გვპირდება. როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში უკვე მოგახსენეთ, გაისად ნიშანს იცვლის იუპიტერიც, სატურნიც, ურანიც და ნეპტუნიც, კიდევ ერთმა პლანეტამ - პლუტონმა ახლახან შეიცვალა ზოდიაქო და მერწყულში გადავიდა.

ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო დიდი ძვრების წინაშე დგას, თუმცა პროცესები რა თქმა უნდა ელვის სისწრაფით არ განვითარდება, მით უმეტეს, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი პლანეტა, გარდა პლუტონისა, მცირე ხნით ისევ დაბრუნდება ძველ ტერიტორიაზე. ამიტომ, რაც 2025-ში განვითარდება, ეს იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია ნამდვილი სპექტაკლის წინ, რომელსაც უკვე 2026-ში ვიხილავთ, ანუ მაშინ, როდესაც ეს პლანეტები საბოლოოდ მრავალი წლით გადაბარგდებიან მომდევნო ნიშნებში. თუმცა ეს არაა ასტროლოგიური ცვლილებების სრული სია..

12 იანვარს ბედისწერის კვანძები ტოვებენ ვერძისა და სასწორის ღერძს და მთელი წელიწად-ნახევრით თევზებისა და ქალწულის ნიშნებში გადაინაცვლებენ. უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, ისინი აქ 2026 წლის 26 ივლისამდე იმოძრავებენ. აღმავალი კვანძი( რაჰუ) - თევზებში, ხოლო დაღმავალი კვანძი( კეთუ) - ქალწულში.

რა არის ეს ბედისწერის ანუ კარმული კვანძები?

კარმული კვანძები წარმოადგენენ მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილებს მზის ეკლიპტიკასთან.
ისინი ზოდიაქოების წრეზე მოძრაობენ უკუსვლით და ყოველ 18,5 წელიწადში 1 სრულ ბრუნს აკეთებენ. თვლება, რომ აღმავალი აჩვენებს ჩვენი ცხოვრების იდეალურ გზას, რომელიც უნდა გაიაროთ, რათა მივაღწიოთ სრულყოფილებას . აღმავალი კვანძი ითვლება იმ მიმართულების გამომხატველად, რომლებიც უნდა განვავითაროთ ამ ცხოვრების განმავლობაში ჩვენში ჩადებული სრული პოტენციალის გამოსავლენად. დაღმავალი კი ის გამოცდილებაა, რასაც უნდა ვეყრდნობოდეთ.

კარმული კვანძები სამყაროსათვის არის მიმართულება, რა გზა ავირჩიოთ განვითარებისათვის, რა არის ამა თუ იმ ეტაპზე გამორჩეულად მნიშვნელოვანი. რას დავეყრდნოთ და საით ვისწრაფოთ. როდესაც ისინი ნიშანს იცლიან, ეს ნიშნავს, რომ იცვლება ჩვენი მიმდინარე ცხოვრებისეული ამოცანებიც.

რა გვევალება ამ 18 თვის მანძილზე განურჩევლად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნებისა თუ სხვა მაჩვენებლებისა?

ამის გასარკვევად უნდა გავიხსენოთ, რა თემები აბარია თევზებს, რომელშიც აღმავალი კვანძი იმოძრავებს.
ამ ზოდიაქოს სიმბოლო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრავი თევზია. ერთი რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის, (როგორც ჩვენებური წინწკლებიანი კალმახი) , და მეორე, რომელიც იქით მიცურავს საითაც დინება მიერეკება.

ანუ სამყარო გვაძლევს არჩევანს და თავისებურ გამოცდასაც კი, რა გზას ავირჩევთ - გმირისას თუ მორჩილების.
თევზების ზოდიაქო წყლის სტიქიის წარმომადგენელია, რომელიც იძლევა ინტუიციას, მაღალ მგრძნობელობას, შინაგან რესურსს რწმენისათვის. ფაქიზ, ნატიფ მატერიებთან წვდომას, შთაგონებას,, შემოქმედებას, სასწაულებრივ კურნებას და განკურნებას.

მეორეს მხრივ კი იგივე ნიშანს შეუძლია მოიტანოს აპათია, ლეთარგია, იმედგაცრუება, ილუზიები, რეალობიდან გაქცევის სურვილი, კონცენტრაციის დაკარგვა, ბრმა მორჩილება და სრული დეგრადაცია.
ასე რომ კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გზას ავირჩევთ.
მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინებაც, რომ თავად თევზების მმართველი ნეპტუნიც იცვლის ზოდიაქოს. 30 მარტს ის ტოვებს თავის მმართველობის ტერიტორიას და ვერძში გადადის. თუმცა რეტროგრადულობის გამო ოქტომბრის ბოლოსკენ მცირე ხნით კვლავ დაბრუნდება თევზებში, მაგრამ ვერძში ყოფნის პერიოდში, მეტად საინტერესო ტენდენციების განვითარებას შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ვერძი ბუნებით ლიდერია, და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდებიან ის ადამიანები ვინც თევზის ნატიფ ინტუიციურობას, შინაგან რწმენას და გმირის როლებს ერთმანეთს შეუთავსებს და პროცესების მართვასაც თავის თავზე აიღებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ღერძს ყოველთვის ორი ბოლო აქვს. ანუ ძალზე მნიშვნელოვანია დაღმავალი კვანძი, რომელიც ქალწულში იმოძრავებს. ქალწულის თემები რა თქმა უნდა , აღარ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს, მაგრამ მისი სრული უგულებელყოფაც არასწორია, რადგან სწორედ ამ ნიშნის თვისებები უნდა გამოვიყენოთ როგორც საყრდენი. და მოდით, გავიხსენოთ რა არის ქალწულის უპირატესი, დადებითი მხარეები.
ეს გახლავთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა. თევზებთან ერთ ღერძზე მყოფ ქალწულს ასევე ახასიათებს მზრუნველობა, რომელიც თავის ერთ-ერთ ვალდებულებადაც კი მიაჩნია. ეს ყველა თვისება უნდა იყოს ჩვენთვის საყრდენი, მაგრამ აუცილებლად უნდა გავერიდოთ ქალწულის ისეთ ნეგატივს, როგორიცაა დოგმატიზმი, ზედმეტი პედანტურობა და დეტალებზე ჩაციკვლა, ემოციური სიმშრალე და ფანატიზმი, თუმცა ეს უკანასკნელი თევზებისაც არანაკლებ ახასიათებთ.

აქვე ვიტყვი, რომ ეს წელიწადნახევრიანი პერიოდი დიდ პასუხისმგებლობებს დააკისრებს არამხოლოდ მათ, ვისაც კარმული კვანძები ჰყავთ თევზებისა და ქალწულის ღერძზე, არამედ მზით და მთვარით, ასევე ასცენდენტით თევზებსაც. წელიწადი აქტუალური იქნება მედიკოსებისათვის, ფსიქოლოგებისათვის, ეზოთერიის და რელიგიის სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის, ხელოვანებისათვის, ქიმიკოსებისათვის, ფარმაკოლოგებისათვის, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისათვის, ნავთობ-პროდუქტების ბიზნესში მყოფი ადამიანებისათვის, ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულებისათვის...

მიმდინარე წელიწადნახევრიან პერიოდში შესაძლოა ახალი ფარმაკოლოგიის და მედიცინის სფეროში წარმოუდგენლად დიდი ნახტომიც კი გაკეთდეს.

მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ყოველგვარი „ჩრდილოვანი’’ მიმართულებები, იქნება ეს შავი ბიზნესი, კულისებს იქით „ნაჩალიჩარი“ საქმეები, სექტანტობა, ფანატიზმი, ნარკოტიკები, საიდუმლო სამსახურები და ორგანიზაციები- ესენიც თევზების განკარგულებაშია. მაგრამ რადგან ნეპტუნი ცეცხლის სტიქიის ნიშანში, ვერძში იმოძრავებს წლის საკმაოდ დიდ მონაკვეთში, ეს და მსგავსი მიმართულებები ვერ გამოიღებენ მათში ჩართული ადამიანებისათვის სასურველ შედეგებს.

და ბოლოს გეტყვით, რომ ეს რა თქმა უნდა არაა მომდევნო წლის სრული ანალიზი. ამ შედარებით მოკლე სტატიაში მე მხოლოდ ბედისწერის კვანძების განხილვა ჩავატიე. დანარჩენ, არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენებზეც თანდათან შემოგთავაზებთ ახალ სტატიებს და პროგნოზებს“, - წერს ხათუნა ნოელი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1735740670

საზოგადოება

საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა

საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მივიდა. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვამოწმებთ.

ხანძარიხანძარი

1735736371

მსოფლიო

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

 ბულგარეთი და რუმინეთი, 2025 წლის 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან, ამ ქვეყნის მ...

ბულგარეთი

1735734042

ახალი ამბები

2025 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

2025 წლიდან პენსია იზრდება. იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსი...

იტალია

1735726653

ჰოროსკოპი

🎥 2 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2025 წელს საერთოდ არ სჭირდება პარტნიორი

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზოდიაქოს იმ 2 ნიშანს ასახელებს, რომელსაც 2025 წელს გვერდში კაცი არ სჭირდება და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. როგორც ცნო...

ჰოროსკოპი

1735724994

საზოგადოება

5 ფილმი, რასაც საახალწლო არდადეგებზე უნდა უყუროთ

ახალი წლის მოახლოებისას განცდილ ბედნიერებას, ბევრ დადებით მხარესთან ერთად აქვს ისიც, რომ ამ სადღესასწაულო დღეებში ყველა საქმე შეგვიძლია გადავდოთ და უბრალოდ დავისვენოთ. ამისთვის კი, ერთ-ერთი საუკეთესო...

ფილმის „მარტო სახლში“ ცნობილი სახლი იყიდება