თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება – გენერალური პარტნიორი კი საქართველოს ბანკია
10-12 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება, სადაც კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათი საყვარელი გამომცემლობის, სტამბებისა და მაღაზიების წიგნები და პროდუქცია. ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური ფასდაკლებით და შეთავაზებებით.
ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას იმოქმედებს ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი წიგნის საქართველოს ბანკის ბარათით შეძენისას თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაუბრუნდება. ამისათვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროთ.
ფესტივალის ტერიტორიაზე, საქართველოს ბანკის სივრცეში, სტუმრები შეძლებენ ჩაერთონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო აქტივობებში, ასევე ეწვიონ საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ გარე რეკრეაციულ სივრცეს.
„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ თბილისის წიგნის დღეების გენერალური პარტნიორები ვართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ მკითხველებს, აღმოაჩინონ ახალი წიგნები, მიიღონ რეკომენდაციები და შეიძინონ მათთვის სასურველი გამომცემლობების სერიები სპეციალურ ფასად, ასევე შესაძლებლობას აძლევს გამოცემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა. თბილისის წიგნის დღეები მკითხველთა საყვარელი ღონისძიებაა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცირე წვლილი მიგვიძღვის ამ ღონისძიების განხორციელებაში“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლესთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...
1770707861
ახალი ამბებიფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი ორ ობიექტს შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენ...
1770705209
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....































