,,16 წლისა, ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული - თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია" - ბერა ივანიშვილი

,,ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, თბილისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე იმღერა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად დგომა. გუშინდელი დღესავით მახსოვს - 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი და გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული - თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენგანის შვილებმა - ჩვენმა საყვარელმა, ჩვენმა საოცარმა პატარებმა იცხოვრონ გაბრწყინებულ, ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში. დღეს ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ამ გზას "ქართული ოცნება" ჰქვია. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენ გვერდში ვიქნები. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს! დიდი მადლობა. უფალი გფარავდეთ!", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729684449

საზოგადოება

სამეგრელოში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

სამეგრელოში, სოფელ ზედა საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამავე ცნობით, მიკროავტობუსის...

პოლიცია

1729680651

სოციალური მედია

🎥 „ბასტიბუბუ 1995 წელი“ - ნინი ბადურაშვილი ბავშვობის მოგონებებს იხსენებს

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში...

ნინი ბადურაშვილი

1729680464

საინტერესო ამბები

აშშ-ში McDonald's-ის ჰამბურგერით 49 ადამიანი მოიწამლა, ერთი გარდაიცვალა

აშშ-ის რამდენიმე შტატში სწრაფი კვების რესტორნის, McDonald's-ის Quarter Pounder-ით გამოწვეული ნაწლავური ჩხირით 49 ადამიანი მოიწამლა, 9-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ The G...

McDonald's-ის ჰამბურგერი

1729676610

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ზესტაფონში - ელმავალმა მწყემსი გაიტანა

ზესტაფონში უბედური შემთხვევა მოხდა. ელმავალმა მწყემსი გაიტანა. დაღუპულია ხანში შესული კაცი.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსი...

პოლიცია

1729672903

საზოგადოება

„ყველას დიდი მადლობა ჩვენი ტკივილის გაზიარებისათვის!გმირი დედა ყოველთვის იყავი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით“ – ალექსანდრე ზაზარაშვილის ემოციური მიმართვა დედას

ცნობილ ქართველ მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს 19 ოქტომბერს ძმა ტრაგიკულად დაეღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპული 20 წლის ბიჭი მისმა ოჯახმა წლების წინ იშვილა და როგორც საკუთარი შვილი გაზარდა.  ამჯერად მო...

ალექსანდრე ზაზარაშვილი