ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს

 22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან.

 წმინდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად მიიჩნეოდა. წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. ღმერთმა წყალობით გადმოხედა ცოლ-ქმარს და იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

მშობლები სამი წელიწადს ზრდიდნენ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს. წმინდა იოაკიმემ ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადს იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

წმინდა ეკლესია წმინდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის შობის მეორე დღეს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მორწმუნენი მეოხებას ითხოვენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726940914

ჰოროსკოპი

სექტემბრის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

როგორი იქნება სექტემბრის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ამის შესახებ „შენი დილის“ ეთერში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს.  „ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მიდის ემოციური გადა...

სოფიო ბზეკალავა

1726937908

სპორტი

2:2 - ლეგენდების მატჩის ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით დასრულდა, საბოლოო შედეგს პენალტების სერია გადაწყვეტს

2:2 - ლეგენდების მატჩის ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით დასრულდა. საბოლოო შედეგს პენალტების სერია გადაწყვეტს. „მილანის“ კარში გოლები გიორგი დემეტრაძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. „მილანიდან“ კი მარკო ბ...

ლეგენდების მატჩი

1726932514

საზოგადოება

„დღეს დაიბადა ის, ვისაც იესოს შემდეგ ყველაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.  „დღ...

საზოგადოება

1726927520

სოციალური მედია

„კესარია, ეს შენთვის ჩემო პრინცესა, ტკბილად იძინე“ – დათუნა სულიკაშვილმა კესარია აბრამიძეს კაბა შეუკერა

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

დათუნა და კესარია

1726925001

საზოგადოება

მეუფე შიო: დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს, რომ დავამარცხოთ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენში და ჩვენ ირგვლივ არის

„დღეს დაიბადა ის ადამიანი, რომელიც გახდება კარი ძე ღმერთის განკაცებისა, კარი, რომელიც იხსნება ზეცისკენ... ვეცადოთ, ვიფიქროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე დიდი სიყვარულით, დიდი მოკრძალებით, მადლიერებით, ა...

მუჯირი