ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა მისიამ ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინა

"ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში", – აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში – ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ.

„არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა.

მან პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხვა სიახლეები:

* "ბიძინას სანქცირება სამების და სვეტიცხოვლის არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას ნამდვილად ნიშნავს" - დავით ზურაბიშვილი

* პრემიერი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732538764

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...

გიორგი კალანდარიშვილი

1732536210

საზოგადოება

„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა

 ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...

ბაბი კირკიტაძე

1732532114

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

1732529036

საზოგადოება

ძლიერი ქარბუქი და თოვლი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლი...

ზოგადი

1732525869

მსოფლიო

ლგბტ წვეულების გამო ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

 რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლგბტ წვეულების გამო, რომელიც კლუბ „ზებრაში“ ჩატარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. საქმე აღიძრა ექსტრემიზმის მუხლით. ტელეგრამ-არხების ცნობ...

ლგბტ