თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიაზე: ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან, ჩვენი ჩათვლით ცხადია

„ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში)“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რი კეზერაო - ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო. ჩრდილოვანი გავლენებისგან ძაან „თავისუფალი“ მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ჰყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.

ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში).P.S. თან ის პოლიტიკის ბრძენქალა რომ ჰყავთ, დაიმუქრა ჩვენ არც ჩვენზე თავდასხმებს ვუპასუხებთო და დღეს დილამდე გაძლო ამ დაპირებამ“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739713419

ახალი ამბები

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო

„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენ...

მეუფე შიო

1739711949

მსოფლიო

საბერძნეთის 4 კუნძულზე ისევ საგანგებო მდგომარეობაა

ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საბერძნეთის პრემიერ-მინის...

საბერძნეთი

1739708239

ახალი ამბები

რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში მოხდა

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა...

რკინიგზის სადგური

1739704435

ახალი ამბები

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება, პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ“ - მამუკა მდინარაძე

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია“, - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

მამუკა მდინარაძე

1739701781

მსოფლიო

თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან ათავისუფლებს აიტი სპეციალისტებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ

თეთრი სახლის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი სამსახურიდან აიტი სპეციალისტებს ათავისუფლებს, რომლებიც ფედერალურ აიტი დეპარტამენტში ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან მუშაობენ. ინფორმაცია...

ოფისი