ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო.
შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე, ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.
1729178355
ჰოროსკოპი„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...
1729173596
საზოგადოებათბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა
თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...
1729170607
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1729167308
სოციალური მედიათამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...
1729163404
ახალი ამბებიმაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს
მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია იმასთან დაკავში...