„ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს, წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია!“ - გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„გახარებული ვარ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის დაუფლებით. იმედია, ყოველწლიურად მძაფრი კონკურენცია იქნება ამ პრიზისთვის და ეროვნული ნაკრები მუდმივად მიიღებს ხარისხიან შევსებას. ძალიან მომწონს ქანდაკების ვიზუალი, საკულტო ფილმ „ფეოლადან“ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის ხვედელიძის ფიგურა. დიდი მადლობა ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ნამუშევრისთვის.

ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს: ჩემს ოჯახს, სანდრას, მწვრთნელებს, თითოეულ თანაგუნდელს და ნაკრების შტაბის თითოეულ წევრს. და რა თქმა უნდა, ჩვენს საუკეთესო გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ!

ვულოცავ მამარდას დამსახურებული პრიზის მიღებას! დარწმუნებული ვარ, ამ ტიტულს კიდევ არაერთხელ მოიგებს, უკვე პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უმაღლესი დონის სეზონების გამო.

ვულოცავ ბატონ მურთაზ ხურცილავას იმ ღვაწლის დაფასებას, რაც მან ქართული ფეხბურთისა და მის შემდგომ თაობებში ფეხბურთის სიყვარულის გაღვივებისთვის გააკეთა. იმედია, ჩვენი თაობა ღირსეულად გადაიბარებს უფროსი თაობების ესთაფეტას და თითოეული ბავშვისთვის ვიქნებით მაგალითი, რომ ვიყოთ მეტი ვიდრე ფეხბურთელი!

ძალიან დიდი მადლობა სარბიელსა და მის რედაქციას, ყველაზე ძველი, 1993 წლიდან არსებული და პრესტიჟული გამოკითხვის ორგანიზებისთვის. ასევე, გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ჟურნალისტს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა ობიექტური კრიტიკა ძალიან საჭიროა პრობლემების შეფასებისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, თქვენგან ქებასა და დაფასებასაც სხვა ფასი აქვს.

წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია!

კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა „სარბიელს'“, თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს!“ - წერს გიორგი ქოჩორაშვილი. 

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729178355

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ხელშეკრულების დადება და მოგზაურობაში წასვლა“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და გაფრთხილება საზოგადოებას

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად, მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 ოქტომბრის შესახებ ისაუბრა და საზოგადო...

ათუნა ნოელი

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1729167308

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...

თამო ვაშალომიძე