„ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა.

როგორც კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. 

„საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი ადამიანია, ის ჩვენზე უფროსი და გამოცდილია, მაგრამ ყოველდღიურად იმდენს ვარჯიშობს, რამდენიც საჭიროა. ის ნამდვილი კაპიტანია, მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს აკეთებს, რაც კაპიტანს ევალება.

ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. გვინდა, ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ქართული და, ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა კონცენტრირებული – საქართველო ჩვენს დებიუტს მოუთმენლად ელის. 18 ივნისს მთელი ქვეყანა გაერთიანდება და ვეცდებით, გავიმარჯვოთ.

მაქსიმალური ინტენსივობით ვარჯიშობთ და ემოციებით დატვირთულები ვართ, მაგრამ მის კონტროლს ვცდილობთ და პირველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, რადგან მნიშვნელოვანია, ტურნირს რა განწყობით დავიწყებთ. ნებისმიერი სხვა გუნდის მსგავსად, ჩვენი უპირველესი მიზანიც ჯგუფური ეტაპის გადალახვაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რა გრძნობა მეუფლება, როცა საქართველოს ნაკრების თილისმას მიწოდებენ? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასებულია. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ თითოეული მათგანისთვის მთავარი გუნდურობაა, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719173345

ჰოროსკოპი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დროა, პირველ ადგილზე ოჯახი დააყენოთ და მერე სხვა დანარჩენი. ეს ყველაზე სწორი მიდგომა იქნება. მალე ნა...

ზოდიაქოზოდიაქოზოდიაქო

1719170774

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა იყო. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს. როგორც რუსული მედია წერს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.  ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან...

მავთულხლართები

1719166485

საზოგადოება

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი - როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე - ა...

სალომე კაპანაძე

1719164421

მსოფლიო

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის...

დაღესტანი

1719162681

სპორტი

„პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა... ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ“ - ვილი სანიოლი

პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა, ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი. მისი თქმით, ახლა მთავარი ნაკრებისთვის გამოცდ...

სანიოლი