"13 წლის არასრულწლოვანს აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად - პოლიციამ გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა"

"13 წლის არასრულწლოვანს აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად", - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფემინა"  ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დაახლოებით 1 თვის წინ, 13 წლის არასრულწლოვანმა დახმარებისთვის მიმართა მეგობრის სრულწლოვან დას და თავის არასრულწლოვან მეგობარს.

გოგონა ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მას აიძულებდნენ, წაჰყოლოდა ოჯახს საქალწულე აპკის მთლიანობის შესამოწმებლად, რის საფუძველზეც არასრულწლოვანმა დახმარებისთვის ადვოკატს და სამართალდამცველებს მიმართა.

ამ საქმეში არნახული გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა მოწმე თ. რ-მ, რომელსაც მოძალადეები საცხოვრებელ სახლში მიეჭრნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფაქტის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა, როგორც არასრულწლოვანის დასაცავად, ისე საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გენდერის ნიშნით ძალადობის ფაქტზე.

სამართალდამცველებმა 13 წლის გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო მოძალადე ოჯახის წევრებმა ორდერი გაასაჩივრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ზემოქმედება მიმდინარეობდა არასრულწლოვანზე, სასამართლო პროცესზე კი ხდებოდა მოძალადის ადვოკატების მიერ არასრულწლოვნის დისკრედიტაცია, თითქოს ის იგონებდა ამბავს, ასევე ისინი აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ ჭიპის გამოჩენის გამო შეიძლება არასრულწლოვანს დაემუქრო ძალადობით, სიჯიუტის გამოვლენისას კი ძალადობრივი მეთოდებიც გამოიყენო, მოსამართლემ გაიზიარა არასრულწლოვანის ადვოკატების დასაბუთებული პოზიცია შემაკავებელ ორდერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა მოძალადის სარჩელი.

არასრულწლოვნის ინტერესებს ადვოკატი ელისო რუხაძე იცავს (არასამთავრობო ორგანიზაცია - "უფლებები საქართველო"

აღსანიშნავია, რომ მოწმე თ.რ-მ ეფექტურად ითანამშრომლა როგორც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან, გამოძიებასა და პროკურატურასთან, რაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!" - ნიკა მელია 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე