„5 წლის წინ, ამ დროს მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვედექით თავზე“ - რას წერს ანა ჯაბაური
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 5 წელია ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად ექცათ.
როგორც თავად იხსენებს, 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში თავზე ედგა.
„ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრობით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ და ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის...
5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერცერთი წუთი, ვერცერთი დღე და ვერცერთი ღამე…
5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს… 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვედექით თავზე, და 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც, ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…“, - წერს ანა ჯაბაური.
1734678104
მსოფლიობელგრადში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. როგორც ჟურნალისტებს ბელგრადის მერმა ალექსანდრე შაპიჩმა განუცხადა, ეს გად...
1734676520
ახალი ამბებიშსს: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრ...
1734671200
საზოგადოებასაქართველოში ქარი და ნისლია მოსალოდნელი - ამინდი პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 დეკემბერს საქართველოში ქარი და ნისლია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავ...
1734639359
ჰოროსკოპი20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან უთანხმოება და კამათი. შეეცადეთ, მოთმინება გა...
1734636961
სოციალური მედია„ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე
მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მის გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. იგი ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ამერიკის ვიზა მიიღო. „ჩემი ბავ...