ფოტოები კესარია აბრამიძე დაკრძალვიდან

 მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. 

 შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ კაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

ფოტო: ნატა გულიაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727003134

მსოფლიო

ირანში ნახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

 აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ტაბასში მდებარე ნახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. პროვინციული კ...

ირანიირანი

1727001821

საზოგადოება

ცნობილი იტალიელი მოტომრბოლელი და ბლოგერი 32 წლის ასაკში დაიღუპა

 ცნობილი იტალიელი ბოტომრბოლელი და ბლოგერი ლუკა სალვადორი, 32 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.  სალვადორი საქსონიაში გამართულ მოტორბოლაში მონაწილეობდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა და მიღებული ტრავმების შედ...

მრბოლელი

1726998683

საზოგადოება

,,რძე, კვერცხი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოზრდილებში” - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი

 ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კვებით ალერგიაზე ისაუბრა და საზოგადოებას კონკრეტული რჩევები გაუზიარა.  „გვაქვს რამდენიმე პროდუ...

ზოგადი

1726997392

სპორტი

იტალიის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელია დააჯილდოვა

 იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტა...

თორნიკე შენგელია

1726997058

საზოგადოება

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის დრავეტის სინდრომის უიშვიათესი დიაგნოზით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვი სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანას საჭიროებს. დახმარების მსურველ...

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება