„გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება“ - ბუდუ ზივზივაძე

 „კარლსრუესთან“ საშინაო მატჩის წინ „მაგდებურგის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

 – უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ქვეყნისა და კლუბის შესახებ?
– თავიდან ქვეყანასთან და გუნდთან შეგუება მიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშებზეც აისახება. გარემო არის მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალი. ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი მშვენიერი დრო არცერთ ქვეყანაში არ გვქონია და ამიტომ გვიყვარს აქ ცხოვრება.

– ადრე გითამაშიათ საქართველოში, დანიასა და უნგრეთში. მეორე ბუნდესლიგა სხვა ლიგებისგან რით განსხვავდება?
– მეორე ბუნდესლიგა სრულიად განსხვავდება იმ ლიგებისგან, სადაც ადრე მითამაშია. მსგავსებას მხოლოდ დანიასთან ვპოულობ. ეს ეხება სისწრაფეებს, ინტენსივობას და ბრძოლას – ეს ის კომპონენტებია, რომლებიც მე-2 ბუნდესლიგას სახეს აყალიბებს. სტადიონები სულ სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ხარისხისთვის. ნებისმიერს შეუძლია სხვა გუნდის დამარცხება, რაც ლიგას საინტერესოს ხდის.

– სამი თვის წინ საქართველოსთან ერთად გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ, სადაც თქვენი ქვეყანა პირველად მოხვდა. როგორ გაიხსენებთ ამ ზაფხულს?
– ძალიან კარგად. ჩემი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და სიამაყის დიდი გრძნობა მქონდა. დიდი გამოცდილება შევიძინე და ძალიან მიხარია, რომ წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ. იმედი მაქვს, რომ საქართველო დიდ ტურნირებზე მომავალშიც გამოვა.

– სეზონის პირველ ორ გასვლით მატჩში ოთხი ქულის მოპოვება შეძელით. „მაგდებურგთან“ თამაშიდან რას ელოდებით?
– რთულ თამაშს ველოდები, რადგან კარგი გუნდია. ისიც გვახსოვს, რომ გუნდს სახლში ჯერ არ მოუგია, რაც ორმაგი მოტივაცია იქნება, გულშემატკივართა წინაშე პირველი სამი ქულა რომ დააგროვონ, მაგრამ ჩვენი მიზანიც ყველა თამაშის მოგებაა და არც ეს იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთული შეხვედრა იქნება. თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.

– ფეხბურთის მოედნის მიღმა რისი კეთება მოგწონს?
– როცა დასვენების დღე მაქვს, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მიყვარს. ხშირად ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან ჩემს ქალიშვილთან ერთად პარკში გასართობად დავდივარ“.

წყარო:პირველი არხი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726998683

საზოგადოება

,,რძე, კვერცხი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოზრდილებში” - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი

 ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კვებით ალერგიაზე ისაუბრა და საზოგადოებას კონკრეტული რჩევები გაუზიარა.  „გვაქვს რამდენიმე პროდუ...

ზოგადი

1726997392

სპორტი

იტალიის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელია დააჯილდოვა

 იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტა...

თორნიკე შენგელია

1726997058

საზოგადოება

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის დრავეტის სინდრომის უიშვიათესი დიაგნოზით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვი სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანას საჭიროებს. დახმარების მსურველ...

ერთი წლის ლივიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

1726996872

მსოფლიო

ალაბამას შტატში სროლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა - BBC

ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ცეცხლი რამდენიმე ადა...

აშშ პოლიცია

1726988889

საზოგადოება

ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს

 22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო,...

ააა