"მე შევცდი, მაგრამ უთხარი 18-19 წლის ან(+) გოგოებს რომ არასდროს არაფერს გაეკარონ რასაც შესთავაზებენ..." - ნარკოდამოკიდებული 24 წლის გოგოს უმძიმესი წერილი

Cnews-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, რომელიც აქტიურად ავლენს ნარკოტიკების გამავრცელებლებს სოციალურ ქსელში საგანგაშო წერილს აქვეყნებს, რომელიც მას 24 წლის ნარკომომხარებელმა გოგომ მისწერა.

"#წასაკითხია‼️წერილი დილით დამხვდა მესენჯერში:

გამარჯობა ქალბატონო ელისო...მეც ერთ-ერთი ის გოგო ვარ რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგად სწავლობდა და სპორტული ცხოვრებით იყო დაკავებული..

19 წლის ვიყავი ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან, ერთმანეთს ვხვდებოდით,მერე აღმოვაჩინე რომ ნარკომანი იყო..

არ ვიცოდი არაფერი საერთოდ წამლის შესახებ, ჩემი ოჯახისგან ძალიან შორს იყო ნარკოტიკი და სხვაგანაც არსად მენახა...

19 წლის ვიყავი როცა პირველად გავსინჯე ის რაც არ ვიცოდი რა იყო... 24 წლის ვარ ახლა...5 წელია ჩემი ცხოვრება საერთოდ სხვა ადამიანის ცხოვრებას გავს...ორჯერ დამეხმარა დედაჩემი,ორჯერ ჩამაწვინა სახლში და ჩემთან ერთად გადიოდა ჯოჯოხეთს..ორჯერ გადავაგდე ფიზიკურად მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი ფსიქიკას მინდოდა და მინდოდა...როგორც კი გარეთ გავიდოდი მკურნალობის შემდეგ თავიდან იწყებოდა ყველაფერი..

ახლა როცა უკვე აღარც ფინანსები შემრჩა და აღარც არაფერი ჩემი 24 წლის ნაცხოვრებიდან....

ვზივარ და ვწვალობ და ვფიქრობ როდის დამთავრდება სამუდამოდ ეს ჯოჯოხეთი....არვიცი რაღაცნაირად მინდოდა რომ მომეწერა..

მე შევცდი მაგრამ უთხარი 18 19 წლის ან(+) გოგოებს რომ არასდროს არაფერს გაეკარონ რასაც შესთავაზებენ...და თუ კი ეს შეცდომა უკვე დაშვებულია, გვიანი არასდროსაა იბრძოლო უკეთესი ცხოვრებისთვის სანამ ვარსებობთ..

მაგრამ რთულია....ძალიან რთულია, მართლა..

იცით როგორ მენატრება დილა, რომლის გათენებაც გამიხარდება......მადლობა რომ ბრძოლობთ ჩემთვის, სხვისთვის და მთლიანად საქართველოსთვის...

მადლობა......." - წერს ელისო კილაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა

1714235283

ახალი ამბები

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სულამანიძე ფინალურ ორთაბრძოლაში ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზ...

ილია სულამანიძე

1714235040

სოციალური მედია

„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის“ - ელისო ყეინიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ყეინიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ეძეს 2 გოგოს, რომლებიც სკოლას წელს ამთავრებენ და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის.  „ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, დამ...

 ელისო ყეინიშვილი

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე