„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, დიდი რაოდენობით გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიიღეს დაფინანსებები, სრული გაუმჭვირვალობა, სამიზნედ არის აღებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სტატისტიკის წარმოებაც კი დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ 4500-ზე მეტი მადისკრედიტირებელი სიუჟეტია გაკეთებული საქართველოს ეკლესიაზე. გაგახსენებთ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ კათალიკოს პატრიარქმა, რომელმაც ამბიონიდან ტაძარში იქადაგა, რომ სირცხვილია მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრებაო, ამ ფრაზის გამო, გამოაცხადეს როგორც ჰომოფობად, ლამის ფაშისტად და მოუწოდეს სახელმწიფოს, რომ აეკრძალოს მას საჯაროდ თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაო. წარმოიდგინეთ, ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო და ხშირად აკეთებენ ამას და აგზავნიან ევროსაბჭოში რომ ეკლესიის საქმიანობა დაგმონ და არ მისცენ საშუალება, რომ თავისი სწავლება განავრცოს“, - აღნიშნა დეკანოზმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726847036

სოციალური მედია

„ამას არ სჯის არცერთი სახელმწიფოს კოდექსი, სამაგიეროდ, სჯის ცხოვრება და ისტორია“ - რას წერს გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  „1987 წელს იოსიფ ბროდსკიმ ნობელის პრემია მიიღო. ცერემონიაზ...

გია

1726842003

ახალი ამბები

პრეზიდენტმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელი...

პრეზიდენტი

1726841036

საზოგადოება

„თბილისი მარათონი 2024“-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრც...

ზოგადი

1726837856

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7277 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტა

1726834521

საზოგადოება

„დედამიწაზე მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანების არასწორმა, დაუდევარმა ეკოცხოვრებამ გამოიწვია“ - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა წყალდიდობას ებრძვიან.  „ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა...

გოგა ჩანადირი