"მოკლედ ასე გაუწყრათ ღმერთი, ფსევდოლიბერალებსა და მათი სექტის წევრ ქართველ ნაც-ფაშისტებს!” - რას წერს ნანა კაკაბაძე

მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს: ჯერ იყო და საბოლოოდ გადაეწურათ იმედი, რომ ტრამპს ამერიკის უზენაესი სასამართლო აუკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობას, მოხდა პირიქით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში შეიმჩნევა კონსერვატიული ჯგუფების გააქტიურება, ამის პარალელურად საქართველოში გააქტიურდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი მოძრაობა.

“ფსევდოლიბერალების შავი დღეები

მართლა მძიმე დღეები დაუდგათ ფსევდოლიბერალებს: ჯერ იყო და საბოლოოდ გადაეწურათ იმედი, რომ ტრამპს ამერიკის უზენაესი სასამართლო აუკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობას.

მოხდა პირიქით, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, ერთი-ორი შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტრამპისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე.

მისმა ერთადერთმა და ბოლო რესპუბლიკელმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ წააგო სუპერპრაიმერი 15 დან 14 შტატში და შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

პრაიმერით, არჩევნებში ტრამპი რესპუბლიკელების უპირობო ლიდერია.

დემოკრატებს შორის, ასეთივე უპირატესობით გამარჯვებული ჯო ბაიდენი ვერ გამოდგება დემოკრატების ნუგეშად, რადგან აშკარად ხვდებიან, რომ 82 წლის „მძინარე ჯოს“ გამარჯვების არავითარი შანსები არ გააჩნია მასზე 4 წლით უმცროს, მაგრამ ოთხჯერ უფრო ენერგიულ დონალდთან.

ფსევდოლიბერალებს დარდი და მწუხარება გაუათმაგა, მათი ერთ-ერთი ბელადის, ა.შ.შ ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მიერ პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.

ფსევდოლიბერალების ბოლო ლურსმანი, ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი ალბათ ისევ ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან მოსული ინფორმაციებია, რომელთა მიხედვით, ტეხასის შტატის სკოლებში აიკრძალა სექსუალური სწავლება, საავადმყოფოებში აიკრძალა სქესის შეცვლის სამედიცინო ოპერაციების ადგილობრივი საბიუჯეტო თანხებით დაფინანსება.

ოკლაჰომას შტატში გუბერნატორმა წერილები დაუგზავნა სკოლებს, უნივერსიტეტებს და დაწესებულებებს, სადაც მიუთითა, რომ თავი შეიკავონ ლგბტ ჯგუფების ოფიციალურ ტექსტებში მოხსენიებისგან.

აქეთ საქართველოში გააქტიურდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი მოძრაობა, კანონმდებლები მალე ამას კანონის სახეს მისცემენ.

მოკლედ, საითაც გაიხედავთ, ყველგან ეს „ბნელი“ კონსერვატორები არიან შეტევაზე გადასულები და წარმატებას წარმატებაზე აღწევენ.

ვაი-ქართველი ფსევდოლიბერალების ფრონტზეც სანუგეშო აღარაფერია. იქით რომელიღაც საცხობში შესული ფსევდოლიბერალების დედოფალი ნატა ფერაძე გამოუგდიათ „ორკებს“.
მოკლედ, გადაირია მსოფლიო და ერთი კარგი ლგბტ-ული რევოლუციაა საჭირო გადასარჩენად. ისევ ეგ თუ უშველის ამ გადაგვარებულ და „სიბნელის გზაზე“ შემდგარ მსოფლიოს.

კარს მოგვადგა არჩევნებიც. 2024-ში ხომ საქართველოს ბედი წყდება - თუ არჩევნებში "დემოკრატიის შუქურა" ნაცები, „რუსულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებენ, თურმე საქართველო "აღარ იარსებებს".

ღმერთო, ერთი-ორი რუსული ცეცხლოვანი ბომბი მაინც გამოუშვი საქართველოსკენ, რომ „რუსული ოცნების“ მიერ შელახული ქვეყნის ღირსება აღვიდგინოთ.

მაგრამ რად გინდა, ღმერთიც საპატრიარქოში მოკალათებულმა "პრორუსმა" პატრიარქმა, „პრორუსულ ძალებთან“ ერთად მიისაკუთრა და "პროგრესული დემოკრატიის შუქურებისკენ“ ღმერთიც აღარ იხედება...

მოკლედ ასე გაუწყრათ ღმერთი, ფსევდოლიბერალებსა და მათი სექტის წევრ ქართველ ნაც-ფაშისტებს!”, - წერს ნანა კაკაბაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714294006

ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო...

მსოფლიო

1714292450

სოციალური მედია

ქეთევან ხატიაშვილის პირველი შვილი 13 წლის გახდა - რა კადრებს აქვეყნებს ტანმოვარჯიშე

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ, ვაჟის მშობლები გახდნენ, ბიჭუნას ილია დაარქვეს. ქეთევანს პირველი ქორწინებიდან გოგონა...

ქეთი ხატიაშვილი

1714291616

სოციალური მედია

კომპანია „ფერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ფერის“...

ზოგადი

1714289486

სოციალური მედია

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან დახვეწილი ხარ“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში  საკმაოდ აქტიურია. ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შავ კაბაში პოზირებს.  „ულამაზესი, ცეცხლოვანი“ „საოცრად გამოიყურება“ „...

ააა

1714285680

ახალი ამბები

რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორ...

აქცია