ნანა კაკაბაძე: იმის გამო, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ათას ტყუილს ჰპირდებიან ხალხს, ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება მათ ტყუილებს ვერ დაიჯერებს

სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია. ნაცები ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი ნაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ახალ ამპლუაში წარმოუდგებიან საზოგადოებას, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება, - ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი თავს იტყუებენ, რომ თუ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს „ახლებად“ წარადგენენ, ხალხი იმდენად უვიცია, რომ მათ მართლაც ახალ, ან „განწმენდილ“ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.

„პოლიტიკაში არის ასეთი ტერმინი - „სასარგებლო იდიოტები“. ასე იმ ხალხს ეძახიან, ვის პოზიციებს, გამონათქვამებს თუ ქმედებებს მათივე მოწინააღმდეგეები ისე ეფექტურად იყენებენ თავის სასარგებლოდ, რომ ეს იდიოტები აზრზეც ვერ მოდიან და პირიქით ჰგონიათ, რომ თავისი მოქმედებებით თვითონვე იწერენ ქულებს და არა მოწინააღმდეგეები.
სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია. ნაცები ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი ნაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ახალ ამპლუაში წარმოუდგებიან საზოგადოებას, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება და დაიჯერებს, რომ ასე შეიძლება სავლეები მასობრივად განიწმინდონ და პავლეებად გადაიქცნენ. ეს მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ სააკაშვილის მმართველობა „სისხლიანი 9 წელი“ იყო და არა „აღმშენებლობის, დემოკრატიისა და ქვეყნის გაბრწყინების“ წლები.
ნაცების იდეოლოგი და გენ პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, მისი ჯიბის ბნელი კუნჭულიდან ამომხტარი ექს-მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, მიშას დროინდელი აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფი ნიკა მელია და სხვები თავს იტყუებენ, რომ თუ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს „ახლებად“ წარადგენენ, ხალხი იმდენად უვიცია, რომ მათ მართლაც ახალ, ან „განწმენდილ“ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.
ძარცვის გზით პატიმრებისთვის ციხეებში ფულების და ქონებების წართმევების „გამპრავებელი“ ბიზნესმენები ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათი „ლელო“, რომელიც, მართალია, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლად შექმნილია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვანი, მრავალპარტია გამოცვლილი ლიდერებით არის წარმოდგენილი, რომ პოლიტიკური აჯაფსანდალი გეგონებათ. ჯერ რესპუბლიკელი, მერე „შენების“ პარტიის და ბოლოს, „ოცნების“ ლიდერი უსუფაშვილი, აგრესიულობით ცნობილი „ნაცების“ ყოფილი ლიდერი სამადაშვილი, ყოფილი „ახალი მემარჯვენეები“ მამუკა კაციტაძე და ფიქრია ჩიხრაძე, ვითომ „ნეიტრალური“ყოფილი უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი, ყოვლისმცოდნე „самоуверенный дурак“-ი გრიგოლ გეგელია და სხვები ასევე გვიმტკიცებენ, რომ ისინი არიან ქვეყნის გადამრჩენები და „რუსული რეჟიმის“ დამმარცხებლები, რის შემდეგაც უმუშევრობასაც მოსპობენ, სიღარიბესაც, პენსიებსაც ათასობით ლარს დაურიგებენ და დემოკრატიასაც დაამყარებენ.
მათგან არც ისე დაშორებულები არიან ერთ დროს „ოცნების“ წყალობით პოლიტიკურ ფიგურებად ქცეული გიორგი გახარია, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები, რომლებიც ხალხს უმტკიცებენ, რომ „ოცნებაში“ ყოფნისას თავისი დიადი იდეების განხორციელებაში ცუდი თანაპარტიელები უშლიდნენ ხელს, თორემ ახლა, მათგან განცალკევებულად თუ აგვირჩევთ, ციდან ვარსკვლავებს ჩამოვწყვეტთ და გაგაბედნიერებთო.

მოკლედ, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკოსები ათას ტყუილს ჰპირდებიან ხალხს, ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება მათ ტყუილებს ვერ დაიჯერებს, რადგან სიმართლე საკუთარ ტყავზე აქვთ განცდილი და ამიტომ ასეთი „დაპირებებით“ მხოლოდ აფრთხობენ და აშინებენ ხალხს, რომელიც ფიქრობს, ოღონდ ის 9-წლიანი კოშმარი არ დაბრუნდეს და თუნდაც მარადიულად იყოს ოცნება ხელისუფლებაშიო. ამიტომაა, რომ „ოცნებას“ დანარჩენი პარტიების ჯამურ პროცენტზე მაღალი მხარდაჭერის პროცენტი აქვს ყველა კვლევით. ამიტომაც არის, რომ სანამ ეს ჭაობი პოლიტიკურ პენსიაზე არ გავა, მანამდე ხელისუფლება მათ ყოველთვის წარმატებით გამოიყენებს სასარგებლო იდიოტებად.“-წერს ნანა კაკაბაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714318075

ახალი ამბები

„დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა“ - მამუკა მდინარაძე

„ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივან...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714316435

სოციალური მედია

„ალაჰ აქბარის“ თქმა დაიწყო“- გოგა ჩანადირი, რომელიც ამსტერდამში იმყოფება, შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს: „მოკლედ, ამსტერდამში ვარ ჯგუფთან ერთად. რამდენიმე ადამიანმა სასტუმროში მეტროთი დაბრუნება გადავწყვიტეთ, შევედით მატარებელში და...

გოგა ჩანადირი

1714315120

სოციალური მედია

„მასტერი“ საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს - „ვიღაცებს ვუყურებ შორიდან და ძალიან სასაცილოები ხართ“

ცოტა ხნის წინ, რეპერმა Masteri-მა ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „ჩემი დროშაა ჯერ“ გაუზიარა საზოგადოებას. გარკვეული ნაწილისგან ვიდეოკლიპმა კრიტიკა დაიმსახურა, რასაც მასტერი სოციალურ ქსელში ვიდეოთი პასუ...

რეპერი

1714314901

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ასეთია ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ

პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, უნდა უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: უნდა გაიხსნას ვიზა, თავ...

მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნება

1714312224

საზოგადოება

მეუფე შიო: როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა

„როდესაც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, როდესაც უდრტვინველა...

ლლლ