"თუ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ ომებში დაღუპული შენიანების მტერი ხარ - ღია წერილი მიქელ გაბრიელს"
მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"ღია წერილი საიქიოს თავმჯდომარეს, ბატონ მიქელ გაბრიელს.
ბატონო მიქელ, თქვენივე თხოვნით, გიგზავნით ასლს იმ მანიფესტისა, რომლითაც მივმართე ამომრჩეველთა დიდ ნაწილს.
დასკვნა 1:
თუ შენ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ კადიროვის მხარეზე ხარ! იცი, ხომ კადიროვი ვინ არის? კადიროვი ის კაცია, ყველა თვე რომ თებერვალი ჰგონია.
და მინდა გაგაფრთხილო, თუ კადიროვისტი გახდები, მაშინ ყველა თვე თებერვალი გეგონება და ყველა დღე შაბათი, და არ იქნება შენთვის მაისი და ოთხშაბათი, ივლი მუხლებგამობერილ ფიზკულტურის ფორმაში კალაშნიკოვგადაკიდებული.
ოქეი… მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ.
დასკვნა 2:
თუ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ იმ ბომბების მხარეზე ხარ, რომელიც სამშობიაროებსა და თეატრებს ეცემა.
შენ გგონია, რომ ჰააგის სასამართლოს დაუსხლტები, მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდი სამსჯავროც არსებობსო.
იქ როცა გაგასამართლებენ, მთელი შემდგომი მარადისობა კადიროვის გვერდით იცხოვრებ ჩაკეტილ სივრცეში, მუხლებგამობერილ ფიზკულტურის ფორმაში კალაშნიკოვგადაკიდებული.
შეჭამ ბალანდას.
დასკვნა 3:
თუ პუტინის მხარეზე ხარ, გამოდის, რომ ომებში დაღუპული შენიანების მტერი ხარ.
მოღალატე ხარ, გამყიდველი.
არ ვიცით, გაგასამართლებს თუ არა ჰააგის სასამართლო, მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდი სამსჯავროც არსებობსო.
შენ შეიძლება არ გჯერა იმ სამსჯავროსი, მაგრამ თვალს რომ გაახელ და ტურტლიანი კადიროვის წინ აღმოჩნდები გადაკუზული, მუხლებგამობერილი, მუხლებგადატყავებული, კალაშნიკოვგადაკიდებული… მერე უყარე კაკალი, ჭამე ბალანდა, ბუს კვერცხები.“
ბატონო მიქელ, ისინი თავის გამართლებას შეეცდებიან, იტყვიან, რომ არცოდნა არცოდვააო.
ჰოდა, მე ისინი უკვე გავაფრთხილე და აწი შეგიძლიათ ეს წერილი სახეზე ააფაროთ", - წერს მწერალი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები:
🔵 მამა პეტრე: რუსეთი ზუსტად ისეთი მართლმადიდებელია, როგორც იუდა ქრისტეს მიმდევარი
🔵 კიევის გარეუბანში დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა - მათ შორის 4 ბავშვია
1732523726
საზოგადოებაუკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის ქართველი სპარტაკ ლეკიაშვილი, გარდაიცვალა. ლეკიაშვილი უკვე მეორე წელია, პარალიზებული იყო, დაჭრილმა მხედველობაც დაკარგა და მას საზოგადოების მხარ...
1732521720
ახალი ამბებიდაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეიზღ...
1732481289
ჰოროსკოპი25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საქმეს, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს დ...
1732478818
სოციალური მედია„მამის რეჟიმი ჩართულია“ – ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის და გიორგი მამარდაშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732474860
ჰოროსკოპი21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავა - როგორო იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე?
21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავიდა, რაც შეცვლის მსოფლიო წესრიგს და ტენდენციებს ყველა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პლუტო...