მამა პეტრე: რუსეთი ზუსტად ისეთი მართლმადიდებელია, როგორც იუდა ქრისტეს მიმდევარი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე ( კვარაცხელია), უკრაინაში მიმდინარე მოვენებზე და რუსეთის აგრესიულ ბუნებაზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
"ნაკლები ბოროტების" თეორია
რუსეთმა, (რომელიც დაარსების დღიდან დაპყრობებით და სხვათა უფლებების მიტაცებით მოდიოდა), ისეთი პატარა ერის, როგორიც საქართველოა, გამოუვალი მდგომარეობით ისარგებლა და ირან-ოსმალეთის შიშის წყალობით, ჩვენი ქვეყნის სადავეები ხელთ ჩაიგდო…
ისარგებლა იმდროინდელი სიტუაციით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა იმაში დაარწმუნა, რომ რუსეთთან ჰყოფნის შემთხვევაში ეროვნულობაც შენარჩუნებული იქნებოდა და სარწმუნოებაც…
ბევრმა ეს დაიჯერა, რადგან დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ მართლმადიდებელ ერად მაინც დარჩებოდა ჩვენი ქვეყანა…
არავინ დაფიქრდა იმაზე, რამდენად სწორი იყო რუსეთის მიერ შეთავაზებული მართლმადიდებლობა და იყო თუ არა სხვაობა ირან-ოსმალეთის რელიგიასა და რუსეთის მიერ აღიარებულ ქრისტიანობას შორის…
საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ დანიშნული ლოთი, ამორალი, უზნეო, მრუში, ვერცხლისმოყვარე, ბინძური, ლაქია სასულიერო პირები არანაკლებ არღვევდნენ წმინდა წერილის სწავლებას და სინამდვილეში რელიგიის სახელით არჩეული რუსეთი ზუსტად ისეთი მტერი აღმოჩნდა, როგორც ირანი და ოსმალეთი…
სხვაობა ის იყო, რომ ორი ძლიერი აღმოსავლური ქვეყანა, რუსეთისგან განსხვავებით არ იბრალებდა ქრისტიანობას.
აზროვნებით და მიდგომებით, არც რუსეთი იყო მართლმადიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ზოგიერთისთვის შირმად მორგებული ქრისტიანული სიმბოლიკა მაინც ასრულებდა ,,ნაკლები ბოროტების” როლს…
სინამდვილეში რუსეთისგან შემუშავებული დამახინჯებული რელიგიის ნარატივი ისე ღრმად იდგამდა ფესვებს, მალე მიმდევრებიც გამოუჩნდა…
ვინც დაკვირვებული თვალით იყურება, შეამჩნევს, რომ დღემდე ასე გრძელდება და სანამ ამ ავადმყოფობისაგან არ გათავისუფლდება ერიც და ეკლესიაც, განვითარება არასდროს იქნება…
რუსეთი დღესაც ისევ ირგებს სიწმინდის მანტიას და ,,უზნეო ევროპის” შიშით ანადგურებს უკრაინის სახელმწიფოს…
თუ როგორი მორწმუნეა რუსეთი, უკრაინის მაგალითზე მკაფიოდ გამოვლინდა… დაბომბილი ეკლესია-მონასტრები, დახვრეტილი სასულიერო პირები, უდანაშაულოდ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა… რუსეთმა ნიღაბი კარგად ვერ მოირგო და მთელი სიზუსტით გამოავლინა ნამდვილი სახე… ,,გარყვნილ ევროპაზე” უფრო გარყვნილი, გათახსირებული და უღმერთო აღმოჩნდა… იმდენად, რომ ძველ აღთქმაში რომ ეარსება, აუცილებლად დაიკავებდა სოდომ-გომორის ტერიტორიებს და მადლიც იქნებოდა, ციდან მაინც არ ასცდებოდა გოგირდი და ცეცხლი, იმ ბოროტების გამო, რაც მან კაცობრიობას მოუტანა…
ასე დასრულდებოდა ,,ნაკლები ბოროტების” თეორია …
რუსეთი ზუსტად ისეთი მართლმადიდებელია, როგორც იუდა ქრისტეს მიმდევარი!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუკზე.
სხვა სიახლეები:
🔲 ზელენსკი: ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსი ერის სირცხვილითა და სიღარიბით დასრულდება
🔲 ოკუპანტებმა ბუჩანსკის საკრებულოს შენობა დაარბიეს - თანამშრომლები და მოხალისეები კი ტყვედ გაიტაცეს
1791465160
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...
1791463158
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთ...
1791462327
საზოგადოება4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...

























