არ ჩამოვსულვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ... გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ - ხვიჩა კვარაცხელია

,,აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენი ქვეყნისა სახლი გაგაქვს. ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719173345

ჰოროსკოპი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დროა, პირველ ადგილზე ოჯახი დააყენოთ და მერე სხვა დანარჩენი. ეს ყველაზე სწორი მიდგომა იქნება. მალე ნა...

ზოდიაქოზოდიაქოზოდიაქო

1719170774

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა იყო. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს. როგორც რუსული მედია წერს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.  ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან...

მავთულხლართები

1719166485

საზოგადოება

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი - როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე - ა...

სალომე კაპანაძე

1719164421

მსოფლიო

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის...

დაღესტანი

1719162681

სპორტი

„პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა... ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ“ - ვილი სანიოლი

პორტუგალია ძალიან ძლიერი მეტოქეა, ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი. მისი თქმით, ახლა მთავარი ნაკრებისთვის გამოცდ...

სანიოლი