ფენომენალური ხვიჩა-"ნაპოლი"-მ "იუვენტუსი" დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი"-მ "იუვენტუსს" უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას და ჯაკომო რასპადორის გოლებით 2:1 დაამარცხა. 

აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. "იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და ვინაიდან "ინტერს" დიდი სხვაობით ჩამორჩება, თითოეული დაკარგული ქულა მიზანს აშორებს, "ნაპოლი" კი სეზონის გადარჩენას და მინიმუმ ევროზონაში შესვლას ცდილობს. გარდა ამისა, ნეაპოლელებს "განსაკუთრებული" დამოკიდებულება აქვთ ტურინელების მიმართ და მატჩის დაწყებამდეც იგრძნობოდა, რომ სტადიონის მომსახურე პერსონალი თუ რიგითი გულშემატკივარი ერთიანი მობილიზებით, მზად იყვნენ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის. 

თამაში თავიდანვე გაიხსნა და ორივე გუნდი სახიფათოდ უტევდა. მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნა ვლაჰოვიჩს შეეძლო, რომელმაც თავური დატყმით ბურთი მერეტის კარს ცოტათი ააცილა. მასპინძელთა შეტევებს კი ტურინელები წესების დარღვევით აჩერებდნენ, განსაკუთრებით ქართველი შემტევის მიმართ უხეშობდნენ და 10 წუთიან მონაკვეთში ხვიჩას წაქცევისთვის ორი ყვითელი ბარათი  დაიმსახურეს.

34-ე წუთზე კვლავ ვლაჰოვიჩს გატანა, თუმცა გარდაუვალ გოლს "ნაპოლი" ძელმა გადაარჩინა. 37-ე წუთზე კვარამ საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო შეტევა, "იუვეს" საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული შჩესნიმ ადვილად დაიმორჩილა.

42-ე წუთზე კი ნეაპოლელთა და ქართველთა აღმაფრთოვანებელი ეპიზოდი დადგა- დი ლორენცოს ჩაწოდების შემდეგ ბრემერმა საჯარიმოდან ბურთი კარგად ვერ გამოიტანა, ხვიჩამ კი მიწაზე დაუშვებლად კარისკენ დაარტყა და გადაჭედილი ტრიბუნები სიხარულისგან გააგიჟა.

ეს კვარაცხელიას მე-9 გოლი იყო მიმდინარე სეზონში, ბოლო ორ მატჩში კი მესამე. 

მეორე ტაიმში "ნაპოლი" ბურთს აკონტროლებდა და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, სახიფათო მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა, თუმცა 81-ე წუთზე კიეზა მახვილი კუთხიდან შეიჭრა ნეაპოლელთა საჯარიმოში და ნახევრად ეპიზოდი გოლად აქცია.

88-ე წუთზე სტუმრებმა ოსიმენის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს და VAR-ის დახმარებით პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ უხეიროდ დარტყმული შჩესნიმ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჯაკომო რასპადორიმ ყველას დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები რამდენიმე წუთი ადგილიდან არ იძვროდნენ და დამსახურებულ აპლოდისმენტებს მიაგებდნენ თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებს. 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბედნიერი ჩანდა ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა, რომლის ხელში "ნაპოლი"- მ 4 თამაშიდან 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა:

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. ვნახე გუნდი, რომელიც იზრდება. 

ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. რაც უფრო მეტ სიმშვიდეს მაძლევს არის ის, რომ მოწესრიგებულ და შეკრულ გუნდს ვხედავ. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ წინსვლის და მაქსიმუმის გაცემის მიზნით.

კვარა და ოსიმენი ორივე უძლიერესი და ფუნდამენტური ფეხბურთელია ამ გუნდისთვის. მათ გაიარეს რთული მომენტები, მაგრამ ახლა პრაქტიკულად თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ". 

ქართველი ფორვარდის თამაში დადებითად შეაფასა წამყვანმა ანალიტიკურმა სააგენტოებმა: Flashscore 7.7 ქულა, Sofascore 8.0 ქულა, Whoscored 8.0 ქულა. ხოლო იტალიურმა პრესამ კვარას გარჯა "ფენომენის დაბრუნებად" მიიჩნია. 

ამ გამარჯვებით" ნაპოლი"-მ 43 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ასევე საშინაო არენაზე "ტორინო"-ს წინააღმდეგ გამართავს. 

სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის ნეაპოლიდან

ია ლალუაშვილი

ალექსანდრე ნიაქაბაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714291616

სოციალური მედია

კომპანია „ფერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ფერის“...

ზოგადი

1714289486

სოციალური მედია

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან დახვეწილი ხარ“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში  საკმაოდ აქტიურია. ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შავ კაბაში პოზირებს.  „ულამაზესი, ცეცხლოვანი“ „საოცრად გამოიყურება“ „...

ააა

1714285680

ახალი ამბები

რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორ...

აქცია

1714285349

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშ...

შენგენი

1714284719

სოციალური მედია

„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლებ...

გია