„ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს, ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის“ - ნიკა კვეკვესკირი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა.

საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

„გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.

ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ფეხბურთელები, ვინც უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მით უმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის“, - აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719174859

საზოგადოება

„საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, დადგება დღე, როდესაც დავბრუნდები“ - ქეთევან ქემოკლიძე

„ერთი რამ ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, ხშირად ჩამოვდივარ ოჯახში, სამღერადაც. წლის განმავლობაში 4-5ჯერ ჩამოვდივარ. დაბრუნებას რაც შეეხება, მერცხლები ყოველთვის ბრუნდე...

ქეთევან ქემოკლიძე

1719173345

ჰოროსკოპი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დროა, პირველ ადგილზე ოჯახი დააყენოთ და მერე სხვა დანარჩენი. ეს ყველაზე სწორი მიდგომა იქნება. მალე ნა...

ზოდიაქოზოდიაქოზოდიაქო

1719170774

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლა იყო. ინფორმაციას Rianovosti ავრცელებს. როგორც რუსული მედია წერს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.  ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან...

მავთულხლართები

1719166485

საზოგადოება

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი - როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე - ა...

სალომე კაპანაძე

1719164421

მსოფლიო

დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის...

დაღესტანი