დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყება - პუტინი
დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყება, - ამის შესახებ საგანგებო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„სპეცოპერაციის მთავარი მიზნები უცვლელი რჩება: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია სრულად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კი ნაწილობრივ. ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად აუცილებლად ვთვლი, მხარი დავუჭირო ნაწილობრივ მობილიზაციას. მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყება.
რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო პირობები რეფერენდუმების ჩასატარებლად დონბასსა და იმ ოლქებში, რომლებმაც რუსეთს მიმართეს. მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას, რომლებსაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობა მიიღებს.
დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება და განადგურებაა. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაშალეს, ახლა კი საკუთრივ რუსეთის ჯერი დადგა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემთხვევაში რუსეთი გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას. ეს ბლეფი არაა“, - განაცხადა პუტინმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბერძენი მილიონერი კახელ ან მეგრელ ცოლს ეძებს
🔵რა გელოდება დღეს? - 21 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1732359901
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...
1732356459
საზოგადოება„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია
პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...