ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

"ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით", – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპული საბჭოს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყოვნებლივ“.

რეზოლუციის თანახმად, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.

ამასთან, ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, როგორც კი შეასრულებს საჭირო რეფორმებს;

დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიღება არ მოხდება;

გაწევრიანება მოხდება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ;

ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესში შედის".

ასევე დაგაინტერესებთ:

* სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მრავალწლოვანი ხეები წააქცია - ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

* მომღერალი იური შატუნოვი მოულოდნელად გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714126589

ახალი ამბები

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერ...

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

1714123488

სოციალური მედია

„თუ ვინმეს ეცნობა ეს ქალი ან ბავშვი სასწრაფოდ გამომეხმაურეთ... ჩემს თვალწინ სცემდა ამ ანგელოზს“ - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე, ნენე დანელია კადრებს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ სცემდა შუახნის ქალი ბავშვს.  „თუ ვინმეს ეცნობა ეს ქალი ან ბავშვი სასწრაფოდ გამომეხმაურეთ! ფარნავაზის ბაღში მოხდა...

 ნენე დანელია

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714118061

ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატზე დღეს 6 ქართველი იასპარეზებს

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალ...

ეთერ ასკილაშვილი (

1714115252

სოციალური მედია

„არ მგონია მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით, მას აძლიერებდეს... ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა“ – ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების ოჯახზე

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება პირველად მოხდა. მსახიობი მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნ...

ყიფშიძეების ოჯახი