თამარ ივერი არასრულწლოვანი შვილების დედების ემიგრაციაში წასვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

 თამარ ივერი არასრულწლოვანი შვილების დედების ემიგრაციაში წასვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

 

ცნობილი მომღერალი თამარ ივერი მიიჩნევს რომ 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი მომღერალი თამარ ივერი წერს.

მისი თქმით, საქართელოს მთავრობამ ეს კანონი იმიტომ უნდა მიიღოს, რომ ქვეყანაში უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით გაივსო.

საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:

18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!

წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!! 

გაივსო ქვეყანა….საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!

ისინი შემდგომ ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან,ან ცუდ წრეში ვარდებიან,ნარკომანდებიან,აზარტულ თამაშებში ითრევენ,სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ან ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან სულაც,მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!

არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად! ბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000ლარიანი დახმარება!!! მოიკელით ხელფასები და პრემიები!მორჩა!”, – წერს თამარ ივერი.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!