დავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე
ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას, რომელმაც ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მაგალითზე ევრობიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს.
„საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა ევრობიუროკარტიის და ცალკეული ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლის საგანი გახდა. ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა. ახლა კი ცალკეული ქვეყნებიდან სულ უფრო ხმამაღლა გაისმის იმისთვის მზაობა, რომ აღდგეს ნდობა ქვეყნებს შორის და დამყარდეს მშვიდობა გრძელვადიან პერსპექტივაში. ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...
1793349715
საზოგადოება„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...
1793348996
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...

























