დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
დეპუტატი მარკო რუბიოს მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება.
„ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, მაგრამ ეს არ მომხდარა ისე, რომ რუბიოს უცებ გაახსენდა საქართველო და დარეკა. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. გახსოვთ, ალბათ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა აშშ-ში. შემდეგ იყო ვიზიტები საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი და შეხვედრები პრეზიდენტთან და ამერიკის მაღალ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო გაკეთებული ღია განაცხადი, რომ საქართველო მზად არის, მოხდეს გადატვირთვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. იყო მზაობა, მრავალი საქმიანი და შედეგიანი ვიზიტები და ადეკვატურია, როცა მზაობა ორმხრივია, იქნება ორივე მხრიდან ვიზიტებიც და სატელეფონო ზარიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ბატონი რუბიო ახორციელებს ზარს პრემიერ-მინისტრთან და აქვთ გულწრფელი საუბარი. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1775023222
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში
1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშ...
1775021715
მსოფლიოავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი
ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...
1775020427
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დეპ...
1774990656
ახალი ამბებირომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...
1774990252
ახალი ამბებიზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეებ...































