გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნული კომუნიკაცია მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა და აღდგენა.

„თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენიმე თვის წინ რუბიომ თავად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მძიმე მემკვიდრეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ეს ზარი ნიშნავს, რომ სწავლობდნენ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს, რადგან ფაქტია, კარგი არაფერი ექნებოდა დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციას - დეზინფორმირებული იყო აშშ-ის თანამდებობის პირები და უკუღმა ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, დასჭირდათ ერთი წელი ამ ყველაფრის გასარკვევად, მაგრამ კარგია, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოდის ურთიერთობების ინიციირება.

არც იმაზე გადავრეულვართ, რომ შტატების მხრიდან ზარი განხორციელდა და არ ვამბობთ, რომ გადარჩენილები ვართ, და არც იმას ავიტანდით, რასაც აკეთებდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ჩვენ ვიქცევით რაციონალურად და ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გამომდინარეობს ჩვენი ინტერესებიდან. რომელი სახელმწიფოც ცნობს საქართველოს ინტერესებს და პატივს სცემს საქართველოს, ჩვენ მათ ორმაგად ვუბრუნებთ პატივისცემას.

ვიცით, რომ რუბიო იყო ის გამონაკლისი, რომელმაც მოგვისამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება - ესეც დასაფასებელია. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით მზაობა ურთიერთობის გადატვირთვისკენ წინა ადმინისტრაციის პერიოდშიც, მაგრამ როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანას ეუბნები, რომ მიიღოს შენთვის სასურველი კანონები, ასანქცირებ ქართველ მოსამართლეებს უსაფუძვლოდ და მოუწოდებ ომში ჩართვას - როგორ მიგიჩნიოთ მეგობარ ქვეყნად?

ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან გამომდინარეობდა ჩვენი დაპირისპირება წინა ადმინისტრაციასთან და დღევანდელი ადმინისტრაცია არ აკეთებს არასამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვეოდა „ხალხის ძალის“ და ხელისუფლების პოლიტიკას.

კარგია, რომ შედგა ეს პირველი ნაბიჯი [მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კავშირი] და იმედი მაქვს, რომ პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება.

ჩვენ საქართველო ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკვირდებით პროცესებს მსოფლიოში. ყველა გონივრული ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და სადაც საჭიროდ არ მიიჩნევს ჩარევას - არ ერევა.

სამწუხარო მოცემულობა, რაც ირანშია, არავისთვის არის მისაღები. თავად შტატებშიც არის პოზიცია, რომ ეს პროცესები მალე უნდა დასრულდეს და ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერში ჩავერევით, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა და ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ არ ავყვებით ჭორებს - ვინ რას იტყვის. ის, რომ ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც მოერგება საქართველოს ინტერესებს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი

1775021715

მსოფლიო

ავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი

ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...

ავიაკატასტროფა ყირიმში

1775020427

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია

ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც  დეპ...

არჩილ გორდულაძე

1774990656

ახალი ამბები

რომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...

რომის პაპი

1774990252

ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეებ...

 პაატა ზაქარეიშვილ