ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ახლა გაახსენდათ, რომ რეგიონებში უნდა გავიდნენ? უცხო დედაქალაქებში სირბილის ნაცვლად, რეგიონებში აქამდე უნდა გასულიყვნენ
როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. ძალიან საინტერესოა ისევ ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს.
რაც შეეხება ამ ალიანსს, რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რომ „აღვსდექით და ერთად ვართ“, მერე უკვე ისევ რაღაც ახალ-ახალი სახელები, ახალ-ახალი სხვადასხვა ფერის და ისევ სახელებით დაყოფა. ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად – ყოველდღე, ყოველ წამს, რაღაც სიტუაციას სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები, ისეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას, არის კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. ამის ნაცვლად, ისევ რაღაც ახალი სახელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, სად და როგორ გადანაწილდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.
„მრავალფეროვნება კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ ერთი და იგივე წრეზე ერთი და იგივე პრობლემის გარშემო ტრიალებენ. საზოგადოებას სახელები, გვარები და ფერები კი არ აინტერესებს, საზოგადოებას კონკრეტულ პრობლემებზე გამოსავალი აინტერესებს. გამოსავლის ნაცვლად, ისინი საზოგადოებას ზემოდან პრობლემებს უმატებენ. ეს არის პრობლემა, თორემ რა სახელიც უნდათ, დაირქვან და იტრიალონ ერთი და იგივე წრეზე. ეს ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მისაღები და პირიქით, კარგია. იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს, რა არასერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ ერთი და იგივე სახეები.
„ერთი და იგივე სახელები, სხვადასხვა ფერით და სხვადასხვა პოლიტიკური სახელით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პირდაპირ ცდილობენ. თითქოს რაღაც ახალი მოხდა და თითქოს რაღაც ახალს აკეთებენ. ახლა ახალი მანტრა მოიგონეს, რომ თურმე რეგიონებში უნდა გავიდნენ. ახლა გაახსენდათ, რომ რეგიონებში უნდა გავიდნენ? უცხო დედაქალაქებში სირბილის ნაცვლად, რეგიონებში აქამდე უნდა გასულიყვნენ, როდესაც არჩევნები იყო და საინტერესო იყო მოსახლეობის და არა უცხოელების პოზიცია. თუმცა, ეს ყველაფერიც მოჩვენებითი და ყალბია.
შესაბამის პასუხსაც საზოგადოებისგან მიიღებენ. დღეს ეს შეიქმნა, ხვალ კიდევ რაღაც ახალ ალიანსს დააანონსებენ. ერთი თვის თავზე კიდევ რაღაც ახალს დააანონსებენ და ასე ერთი და იგივე წრეზე იტრიალებენ. მერე არჩევნები მოვა, იქაც კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და ისევ ხელისუფლებას ან ხალხს დააბრალებენ. საკუთარ გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში ეძიონ ის მარცხი, რაც აქამდე არაერთხელ იწვნიეს და არაერთხელ იწვნევენ მომავალშიც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1775042928
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება...
1775042199
ახალი ამბები2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...
1775041883
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...
1775040013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: შემიძლია თამამად ვთქვა, ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში
„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა, იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევა...
1775039864
ახალი ამბებიმამა გიორგი გოგიჩაიშვილი: შემთხვევით არ ყოფილა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო აირჩია მოსაყდრედ, რომელშიც დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა
მეუფე შიოში პატრიარქმა დაინახა ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული, სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, მსახურება, - ამის შესახებ მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალ პატრიარქს...































