მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ China Eastern Airlines-ის მიერ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისების შესრულება იქნება მათი კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ოპერირების დაწყება საქართველოში იქნება მათი კომერციული ოპერირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს.

„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რომელსაც მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში და მათ შორის დღევანდელი დღეც სიმბოლურია, რადგან თქვენი ძალისხმევით, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ერთად ვზეიმობთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133501

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერია...

მაკა ბოჭორიშვილი

1784133032

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

მარიამ ქვრივიშვილი

1784131202

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან მიდის - „ვფიქრობ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“

„ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“, - ამ სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა. სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრე...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი

1784128712

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ

„ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნ...

ააა