პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „მდმ“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ მცენარე „კანაფი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784133501

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერია...

მაკა ბოჭორიშვილი

1784133032

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

მარიამ ქვრივიშვილი

1784131202

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან მიდის - „ვფიქრობ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“

„ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“, - ამ სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა. სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრე...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი

1784128712

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ

„ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნ...

ააა

1784127173

ახალი ამბები

პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდ...

პროკურატურა