დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან მიდის - „ვფიქრობ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“
„ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“, - ამ სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა.
სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამაყობს ყველაფრით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მიაღწია.
„ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა. ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია. ექვს წელიწადში 2019 წლის ისტორიული მარცხიდან 2024 წლის ისტორიულ გამარჯვებამდე გადავედი. მთავრობაში ყოფნის ორ წელიწადში კი ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო. ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ“, – განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს კოლეგებსა და იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრების შეცვლად მოახერხა და გააუმჯობესა.
„ვამაყობ ყველაფრით, რაც ერთად მივაღწიეთ და ვამაყობ თითოეული თქვენგანით. ჩემს მემკვიდრეს და თითოეულ თქვენგანს სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ. მინდა, პალატის ყველა კოლეგას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება. ყველა იმ ადამიანს, ვინც გალერეაში იმყოფებოდა, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ან გაუმჯობესდა ლეიბორისტული მთავრობის მიერ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც უჭირს, რომ ვინმეს ხმა გაიგოს ან მოუსმინონ, თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.ცნობისთვის, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ 22 ივნისს განაცხადა. სტარმერი ტოვებს მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც. ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი 2024 წლის ივლისში დაიკავა.
1784127173
ახალი ამბებიპროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდ...
1784125918
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზ...
1784125825
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში
„ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნი...
1784125736
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგ...
1784125009
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში
„ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობ...






























