პრემიერი: უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე პირადად შევთავაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ ხელმძღვანელობის ლიდერობით
„მე ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული, არც კერძო და არც სახელმწიფო.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რაზეც ყურადღება გავამახვილე, მათ შორის, დებატების დროს. ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ხომ. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე, პირადად, შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. დებატებიდან ალბათ ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ძალიან მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის - დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა - „რა?“ „რა“ - გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია. რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა - „რატომ?“ და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ. არ მოსწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის წარმოება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო, კერძო უნივერსიტეტები, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახავთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
1777988683
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ
„ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახ...
1777988465
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე ოპოზიციურ ელექტორატს: ვკითხულობ 26 მაისის აქციაზე, „რა არის მიზანი“, „ასჯერ გამოვედით და რა“, „ოპოზიცია არ ვარგა“ - ყველა უნიჭო და უ@რაკო ამას იმეორებს, თითქოს მე ან ვინმეს, ვალდებულებები გვქონდეს, რომ სასწაულები ჩავიდინოთ
„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჟღერებულ სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს გზავნილ...
1777987696
ახალი ამბებიმახაშვილი: როდესაც იყო პერსპექტივა ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის, ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი
„ჩვენთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმა, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ საზოგადოებისთვისაც დაკარგა ფასი“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის სა...
1777987575
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მედიკამენტების შეფასების, ისე - სოციალური საკითხების მოწესრიგების მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მე...
1777986512
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინ...






























