პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 65.2576 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი (ფუძე)’’, რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ერთ-ერთი ლოკაციიდან ამოიღეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 11,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს, რომელიც 40 ცალად დააფასოვა.
აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1777993363
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777993249
ახალი ამბები16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...
1777992805
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი
ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...
1777992472
ახალი ამბებისპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა
სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...
1777990953
ახალი ამბებიმაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა
„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...






























