ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ
სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ისინი აპირებდნენ რეგიონებში გასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრებს და ა.შ. მაგრამ ვნახეთ, რომ სულ სამად-სამი შეხვედრა მოაწყვეს, ისიც ძლივძლივობით შეკრიბეს თავისი მომხრეები და ახლა თითქოს გააგრძელეს თბილისში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს თბილისში შეხვედრებიც ძალიან მალე დასრულდება. ერთადერთ მიზანს ემსახურება მათი ე.წ. „კარდაკარ“, იმას, რომ 26-სთვის როგორმე გარკვეული რაოდენობა შეკრიბონ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს რაც შეეხება, სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ", - აღნიშნა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში „ფეისბუკ კუტოკების“ ნაცვლად, საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა“.
1778592155
საზოგადოებაევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს. „ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს...
1778590600
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...
1778589418
საზოგადოებასერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა. „როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძა...
1778587561
საზოგადოებაშალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს
შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...
1778586590
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა
ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ...


























