სერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა.
„როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძახილის სიხარულით ღვთიური სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, ვხარობთ, რომ დღეს ამ საყოველთაო ზეიმს შეუერთდა ხმა, რომელმაც გაახარა წმინდა საბას ეკლესია და მთელი მართლმადიდებლური სამყარო - საქართველოს დობილმა ეკლესიამ, თქვენი ღვთისმოყვარე პიროვნების სახით, პოვა თავისი მწყემსმთავარი და წინამძღოლი.
მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება, რითაც წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს ქრისტესმიერმა სამწყსომ შეიძინა სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მოძღვარი. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მსახურება იქნება ცოცხალი დასტური იმისა, რომ „რამე თუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“. (II ტიმ. 1:7). ამით თქვენ წარმოჩნდებით ნეტარხსენებული პატრიარქი ილიასა და იმ სულიერი გიგანტების ღირსეულ მემკვიდრედ, რომლებიც საუკუნეთა ქარტეხილებში ღვთივსაბრძნობით წარმართავდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხომალდს.
პირადად ჩემი და წმინდა საბას ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელით, გულითადად გილოცავთ ღვთის სიყვარულის ამ დიდ ნიჭს. ლოცვით გისურვებთ, რომ თქვენი საპატრიარქო მსახურება წარიმართოს უფლის სადიდებლად, თქვენი ადგილობრივი ეკლესიის საკეთილდღეოდ და ქრისტეს ეკლესიის სისავსის აღსაშენებლად“, - წერს სერბეთის პატრიარქი.
1778592155
საზოგადოებაევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს. „ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს...
1778590600
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...
1778589120
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ
სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვე...
1778587561
საზოგადოებაშალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს
შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...
1778586590
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა
ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ...


























