„ხეების ჩრდილს თავი დავაღწიე თუ არა უცებ მხვდება გაშლილი სუფრა და სუფრის ირგვლივ მსხდომი იტალიელები“ - ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, საემიგრაციო მედიამუწყებელ Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში, საკუთარ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი რომაული მოგზაურობის ამბებს ვინც თვალს ადევნებდით ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. საქართველო როგორ მიყვარს ყველამ იცით. სამშობლოსადმი განსაკუთრებულად მძაფრი განცდები ემიგრაციაში გამიჩნდა, როცა საქართველოში სტაბილურად ვცხოვრობდი, ქართველობას ნორმად ვთვლიდი, ხოლო რაც მის გარეშე ცხოვრება დავიწყე, მივხვდი რამხელა განძის მფლობელი ვიყავი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანს საქართველოზე გავაკეთებ!

რომში უცნობმა ქართველმა ქალმა შვილის “Cresima“-ზე (კათოლიკური რელიგიური რიტუალი, რომელიც ადასტურებს მონათლულის ეკლესიისადმი საბოლოო კუთვნილებას და ანიჭებს ქრისტიანი სტატუსს) დამპატიჟა და დაუყოვნებლივ მივიღე მიპატიჟების თანხმობა. ემიგრანტებმა კარგად ვიცით რას ნიშნავს უცნობ ქართველთან სტუმრად ყოფნა. ემიგრანტებს სავსებით არ გვეუცხოება, ავდგეთ და ქართველის კარზე დავაკაკუნოთ, ეს ყველაფერი იმდენად მშობლიურია, ისეთი განცდა გაქვს რომ შენს ჭირისუფალთან, შენს ნათესავთან, შენს სისხლსა და ხორცთან მიდიხარ.

სწორედ ისეთი დამხვდა მასპინძელი, როგორიც წარმომედგინა, უფრო სწორად, რომელსაც 450 კილომეტრით დაშორებულ მანძილზე, ინტერნეტის საშუალებით ვიცნობდი. როგორც დასავლეთ საქართველოს მკვიდრებს ახასიათებს, გულღია, უბრალო, ხმაურიანი, განწყობის მქონე, მართლა მასპინძელი და მართლა მოყვასი.
ემიგრანტებისთვის უცხო არ არის ინტერნეტით თანაქართველობა. ჩვენ, ემიგრანტები ზოგჯერ შეუძლებელს ვაკეთებთ კომუნიკაციების წყალობით, სრულიად უცხო თანამემამულეებისთვის გავრბივართ აეროპორტებში, ავტო თუ რკინიგზის სადგურებში, ვაწვდით თანხას, წყალს, საკვებს, წამალს... მიგვყავს სახლებში და პურს ვუყოფთ, კი ასეთი ქართველი ბევრია ემიგრაციაში, ბევრი. მაგრამ არსებობს, ერთი მაგრამ, შორიდან გაცნობილი ადამიანები, შეიძლება სინამდვილეში განსხვავებულები აღმოჩნდნენ, შეიძლება სინამდვილეში საერთოდაც არ იყვნენ ნამდვილები და მეც შინაგანი სიფრთხილით ვადევნებდი თვალს ჩემს მასპინძელს.

მასპინძელს 7 ოქტომბერს, ოჯახით გვიან ღამით ვეწვიე. მიგვიღო, გულში ჩაგვიკრა, ვივახშმეთ, ერთმანეთს ფიზიკურად გადავეხვიეთ, ფიზიკურად შევიგრძენით ერთმანეთის აურა და დავიძინეთ. დილით ტაძარში წავედით, შემდეგ რომაულ რესტორანში ვისხედით (რომაელები ძალიან გვგვანან ნოყიერი საკვების სიყვარულში, ხმაურიან სუფრებსა და დაღლამდე საუბარში) შემდეგ დავიშალეთ, სხვა შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი და როცა შებნელებულზე ისევ მასპინძლის სახლისკენ გავეშურეთ და იქ იყო ჩემი ფაქიზად ფრთხილი ფიქრების კულმინაციის დასასრული.

შევდივართ ეზოში, ეზოს შესასვლელის ფართო ბილიკს დიდი ხეები ფარავს, განათება ოდნავ დაბალია. ხეების ჩრდილს თავი დავაღწიე თუ არა უცებ ცხვირწინ მხვდება გაშლილი სუფრა და სუფრის ირგვლივ მსხდომი იტალიელები, ჩვენი მასპინძელი ზის სუფრის თავში და პატარა იტალიელი ბავშვი გულში ჰყავს ჩაკრული... უცებ სუფრა წამოიშალა და გვესალმება, მამაკაცები სკამებიდან დგებიან და ადგილებს ჩვენ გვითმობენ, ერთი რომაულ ღვინოს გვთავაზობს, მეორე ნეაპოლურ კერძს, მესამე გაცნობას იწყებს, უკვე იციან რომ თამარის სტუმრები ვართ...
პირველი ეფექტი ისეთი ემოციური იყო, რომ დავიბენი წამით თავი საქართველოში მეგონა, ჩვენი ქართული სტუმარმასპინძლობა გამახსენდა, ჩვენი სიყვარული გამახსენდა, რომლის გაცემის და გამატების სიძუნწე გენეტიკურად არ გვახასიათებს. თავში ყველაფერი ერთად დატრიალდა და როგორც კი თვალი შევაჩვიე დაბალ შუქზე, ქართულად მოქეიფე იტალიელებს, რომლებიც სუფრას ოჯახის წევრებთან ერთად უსხდნენ, მივხვდი ვის სახლზე დამაკაკუნებინა უფალმა და ყველა ჩემი ფრთხილი დამოკიდებულება წამიერად გაქრა! ცხადი იყო რომ მასპინძელი მყავდა მდიდარი, პირთამდე სავსე სიკეთით და სიყვარულით, სიყვარულის იმგვარი გამოვლინებით, რომელმაც რომის ცენტრში ქართული სული დაამკვიდრა.

გვიან ღამემდე ვუსხედით სუფრას... ემიგრაციამ უამრავი შერეული ემოცია გამომაცდევინა, მაგრამ იმ ღამეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა დუნიაზე, იქ თავს იმ ქართველად ვგრძნობდი, რომელიც უყვართ და პატივს სცემდნენ. თამარმა ეკლიანი გზა გაკაფული დამახვედრა და ვინ იცის რამდენჯერ გაჭრილი თითების ფასად დაუჯდა მას, დაბალ განათებიან ეზოში საქართველოს მოწყობა!
სუფრასთან მსხდომმა იტალიელებმა უამრავი ამბავი მომიყვნენ, ისიც მითხრეს რომ ეზოში ერთ სუფრასთან სხდომის ტრადიცია თამარმა შეიტანა მათ ყოველდღიურობაში... ვუსმენდი იტალიელებს როგორ ეფერებოდნენ ჩემს ქართველს და ყველა ის სითბო მირონივით გადმოდიოდა საქართველოზე.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დალოცოს იტალია!

პ.ს. ფოტოს ხარისხის გამო ბოდიშს გიხდით, მაგრამ ფოტოს ყველაზე ნაკლებად სადარდებელი ამბავია ამ ისტორიაში.

თამარ ბეშკენაძე, მადლობა ქართველობისთვის! თამარი იტალიის ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს და მის ისტორიას, ჩემს მკითხველს ცალკე შემოგთავაზებთ.

„მე, იტალია და მარიამი“

14/10/2023 - წერს ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 "ეგებ იმიტომ დააკლდა დედას თვალის ჩინი, ეგებ ამიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში" - ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

📌 "გავიდა დრო და სხვა ქვეყანაში გადმოხვეწა მომიწია იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის განათლება მიმეცა. აქაც უფალმა არ გამწირა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი" - ემიგრანტის წერილი

📌 „კომფორტულ პირობებში გაზრდილი ბრძოლის უუნარო მასა, ძალა და დასაყრდენი ვერ იქნება“ - რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781287230

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს - ვმუშაობთ მის დასრულებაზე

აშშ-მ და ირანმა „სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ტექსტს“ მიაღწიეს, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა. „პაკისტანი, რომელიც ორივე მხარეს შორის მოლაპარ...

პაკისტანის პრემიერი

1781282995

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე

გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელ...

ბაჩო ოდიშარია

1781281030

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ნატოს ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება შეუძლებელია

ნატოს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განა...

ვლადიმერ პუტინი

1781279129

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები

საქართველოში, უპირველესად ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი ფორმულირება და საკუთარი ქვეყნის მიმართ მიდგომა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზა...

შალვა პაპუაშვილი

1781278228

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად

„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ  ევროპასთან...

ლევან მახაშვილი