"ეგებ იმიტომ დააკლდა დედას თვალის ჩინი, ეგებ ამიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში" - ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"გამორიცხული არ არის, ჩემგან მშვენიერი მწერალი გამოვიდეს. სიმართლე გითხრათ, სიტყვა - მშვენიერი არასდროს მომწონდა, რადგან ეს შეფასების ნელთბილ ეპითეტად მიმაჩნია, არც კარგი და არ ცუდი. მიყვარს, როცა ყველაფერს, თავისი მკვეთრი სახელი ჰქვია. მაგალითად: კარგი, ცუდი, საუკეთესო... ან მკვეთრად გამოხატული უნდა იყოს შეფასება ან კონკრეტული... მოკლედ, თვითკრიტიკა და შინაგანი ხმა არ მაძლევს მეტის გამბედაობის საშუალებას - „მშვენიერი მწერალი“, ჩემთვის ზედგამოჭრილი სტატუსი იქნებოდა.

სანამ ამ „მშვენიერებამდე“ მივალ, მანამ გრძელი გზა მაქვს. მწერლობას მაშინ დავიწყებ, როცა ბევრი ჭაღარა თმა და ნაოჭი მექნება. თმას მოკლედ შევიჭრი და დილაობით ყვრიმალებთან, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს წავისმევ, ან არც. მოკლედ დაბერებას ველოდები.

ახლა მთავარი ამბავი. მამა კარგად არის. ოპერაციამ 4 საათს გასტანა. ექიმებმა, ხელის მტევნის 90% დაკარგული ჰქონდა და აღვადგინეთო. მყესებიც სკრუპულოზურად მიაკერეს, მამაჩემის 70-წლიან ხელს და მისი ნაშრომი თითები კვლავ აამოძრავეს. თითები, მამაჩემის ჯადოსნური თითები...

ვკითხე, - მამა, რა მოხდა, როგორ მოგივიდა ეს შემთხვევათქო? - არ ვიცი, რა დამემართა, ვიცოდი, რომ დანაგდარი ჩართული იყო, სრულიად გააზრებულად, მაგრამ ინსტინქტურად დავადე ხელიო.

ასეც ემართება ადამიანს, ალბათ, რაღაც მომენტში რეალობის შეგრძნებას ვკარგავთ და ბავშვივით ვმოქმედებთ, როცა საფრთხის შეფასება არ შეგვიძლია...

ნარკოზიდან გამოსულს უკითხვას, - რეაბილიტაციას რა დრო სჭირდებაო? - ერთი წელიო, დედამ უთხრა და პირველი წინადადება, რაც უთქვამს, - აუ სამსახურიდან გამანთავისუფლებენო...

რაც თავი მახსოვს, მამა მუდამ შრომობს. მიყვარს მისი ისტორიების მოსმენა. ყოველთვის ოცნებობდა ნოდარ დუმბაძე პირადად სცობოდა და მასთან ურთიერთობა ჰქონოდა. ყველაზე მძიმე განსაცდელსაც კი იუმორით უპირისპირდება. ალბათ, იმასაც ფიქრობს, რომ ნოდარი, მას წიგნის პერსონაჟად აქცევდა. არა და ეს სავსებით დასაშვებია, ის ნამდვილად იმსახურებს პერსონაჟობას! მა, მიყვარხარ!

ვიცი, სასულიერო პირები მკრეხელობასა და ურწმონოებაში დამდებენ ბრალს თუ წმინდა გიორგიმდე, დაბადების დღეს დედიკოს მივულოცავ. დღეს დედას დაბადების დღეა - 67. იმედია 23 წლის შემდეგ, როცა მე დედაჩემის ასაკში ვიქნები, ბოლოს და ბოლოს, მას დავემსგავსები და ყველაზე მადლიანი ქალი ვიქნები დედამიწაზე. სინამდვილეში მინდა კიდეც მასავით შემეძლოს ადამიანების სიყვარული. დაბადების დღეს გილოცავ დე!

ამბავი ასეთია - დედამ სამი დღის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა. მამა შვებულებაში გავიდა, ცოლს მივხედავო და ამ მზრუნველობის ჟამს, ლამის ცალხელა დარჩა... 
ეგებ დედას, იმიტომ მოაკლდა თვალის ჩინი, რომ მე და ჩემი ძმა შორს ვართ, ემიგრაციაში. ეგებ იმიტომ გაითიშა მამაჩემი, რომ ეზოში შვილიშვილები აღარ დარბიან და დიდი ოჯახი უცებ დაპატარავდა? ეგებ ჩემი მშობლების გულმა, რომლებმაც ნებაყოფლობით გაგვაცილეს და ხელი არ შეუშალეს ჩვენს გადაწყვეტილებას, უკეთესი მომავლის იმედით, ბედი სხვა ქვეყანაში გვეცადა... ვინ იცის...

ჰო, ახლა სიზმარზე უნდა მოგიყვეთ. ზოგჯერ ეს ჯადოქრობაც ხდება ჩემს თავს. ჩემი ათასი ამბით გამოტენილ ტვინში, ამოუცნობი ამბები ძილშიც შემოძვრებიან ხოლმე. ჰო, და მამას შემთხვევამდე, წინა ღამით, მესიზმრა, რომ სახურავი ჩაინგრა, ჩემი სახლის, ჩემი იერუსალიმის სახურავი. აქ, იტალიაში, ერთი პატარა კუთხე გვაქვს, საქართველოდან ჩამოტანლი ხატებით მოვაწყვეთ და ხშირად ვანთებთ სანთელსა და საკმეველს. სიზმრით შეშინებულმა, სანთელი ავანთე. მჯერა, რომ სანთლებმა უშველა მამას!

მამიდა - ეს ამ ამბავში, ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც სახელით უნდა იცნობდეთ - ქეთო გოგოტიშვილი! მისი სახელის რბილმა ფონეტიკამ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ! ჩვეულებრივი ოთარაანთქვრივია! კერკეტი კაკალი და აშკარად, თემიდას დედმამიშვილი! მუდამ პრინციპული და მტკიცე. მას მისი კონსტიტუცია აქვს და ვერავინ გაბედავს, მისი სამართალი დაარღვიოს!

მამიდას, ახლა უწევს იყოს დედაჩემი და მამაჩემი და იყოს ქეთო გოგოტიშვილი! სამი ადამიანის კავშირია მასში. სამი ადამიანის საქმეს აკეთებს, რადგან ორი ავად ჰყავს...

მე, რა გითხრათ? ვარ სამშობლოდან 3 000 კილომეტრით შორს და ვწერ, ვწერ, ვწერ დაუსრულებლად, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც შვებას მგვრის!

ჰო, მეგობრებზე უნდა გითხრათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ ხიდს, რომელსაც ვაშენებდით, ხან ერთი იქნებოდა ამ ხიდის მგზავრი და ხან მეორე. ხიდი ყველასია, თავისი მოაჯირებით და მოაჯირს მიღმა ამბებით. ჩვენ ვახერხებთ ერთ გზაზე ვიაროთ და არასდროს დავკარგოთ, ერთმანეთთან მისასვლელი გზები. მე, ამ ხიდის გარეშე ცხოვრება არასდროს მსურდა, მე მათ გარეშე არავინ ვარ!

სრულიად დავარღვევ, ჩემი არსებობის ბალანსს, იმ უცხო ადამიანებსაც თუ არ ვახსენებ, რომლებსაც არც კი ვიცნობ და რომლებმაც ჩემი წერად ქცეული ემიგრაცია გააძლიერეს. სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა ცალკე ფენომენია. მოდიან, გეფერებიან, გამხნევებენ და მიდიან... არაფერს გთხოვენ, არაფერს გავალდებულებენ, უბრალოდ მხარს გიჭერენ და სიყვარულს გამოხატავენ! მადლობა უცნობო ადამიანებო სიყვარულისთვის!

მიყვარხართ ყველანი! მომავალ ფათერაკამდე. ემიგრანტი ჟურნალისტი, ყოფილი მოახლე, საჯარო მოხელე და მარიამულის დედა, ხათუნა შარაძე."- წერს ხათუნა შარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 "წლის და ორი თვის იყო, ჩემი შვილი გადავარდა მაღალი, მეორე სართულიდან... იმ დღიდან თავისუფლად ვერ გავდივარ აივანზე...ნიკას ტრაგედია, რომ გავიგე მთელი სხეული მტკივა" - ინგა გრიგოლია

🔵 მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარს, გოჩა წიწილაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

🔵 „ერთ-ერთი ძმა კარ­თან ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი... ალ­ბათ, გა­ღე­ბას ცდი­ლობ­და და მე­ო­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა" - ბარსელონაში გაჩენილ ხანძარს ემიგრანტი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790425015

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას

ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღ...

შალვა პაპუაშვილი

1790422117

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა

ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...

ლევან მაჭავარიანი

1790421512

საზოგადოება

კახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...

კახა კალაძე

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1790416506

საზოგადოება

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა...

ინგა გუდაძე