თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.
Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ამჟამად აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ თურქეთში ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.
1788251991
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი
ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტე...
1788251953
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...
1788251467
საზოგადოებაპარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს წარმატებული საქმიანობა უსურვა. „ყველას გილოცავთ საშემოდგომო სესიის დაწყებას. გისურვ...
1788251064
საზოგადოებალევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორც წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტე...
1788250537
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიურო...


























