მეუფე შიო: ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული

ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ.

„ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული.

სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით...

ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!

ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა...

სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება!მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი)“, - აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778589418

საზოგადოება

სერბეთის პატრიარქი შიო მესამეს: მტკიცედ გვწამს, რომ თქვენი გამორჩევა საქართველოს პატრიარქთა წმინდა და უძველეს საყდარზე არის ღვთის კეთილი ნების გამოხატულება

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს პატრიარქ შიოს, მისალოცი წერილი გაუგზავნა. „როგორც ამ ისტორიული ჟამის თანამონაწილენი, აღმდგარი ქრისტეს დაუღამებელი ნათლით განათლებულნი და სააღდგომო შეძა...

შიო მესამე

1778589120

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ

სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც არ უყურებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირვე...

ზვიად შალამბერიძე

1778587561

საზოგადოება

შალამბერიძე პატრიარქ შიო III-თან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებზე: ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის არის უდიდესი ცოდვა, შენდობა მოსთხოვონ უფალს და ქართველ ერს

შიო III-ის არჩევაზე რიგი ოპოზიციონერების გამოხმაურებებს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევად შეფასდა - ეხმიანებიან მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები იმ ანტიერ...

შალამბერიძე

1778586590

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა

 ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ...

თენგიზ შარმანაშვილი

1778585685

საზოგადოება

პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი

ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, - განაცხადა...

პატრიარქი