ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია ამ ეტაპზე, ომში არ იმყოფება, თუმცა არც მშვიდობიან პერიოდში ცხოვრობს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიისა და მთლიანად ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ომის მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ“, - განაცხადა მერცმა ბერლინში, ბუნდესტაგის საზაფხულო არდადეგების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეინიშნება „რუსეთის მზადება შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის უკრაინის ფარგლებს გარეთაც“.
გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს საფრთხეები მიმართულია მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამასთან, მისი თქმით, გერმანია აფიქსირებს რუსეთის დივერსიებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს.
„ჩვენ ვართ მთავარი სამიზნე იმისა, რასაც ჰიბრიდულ ომს უწოდებენ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გერმანიისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენა.
ამასთან, მერცმა ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეას შეეხებოდა, მერცმა უპასუხა, რომ ეს ტერმინი უკრაინაში გარკვეულ სირთულეებს იწვევს.
მისი განმარტებით, „ასოცირებული წევრობის“ ცნებას უარყოფითი კონოტაცია აქვს 2013 წლის უკრაინის შიდაპოლიტიკური დებატების გამო. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეს წინადადება არ უარუყვია.
„შესაძლოა, ამას სხვა სახელიც დავარქვათ, მაგრამ საუბარია ევროკავშირში წევრობაზე, თუმცა მის ინსტიტუტებში ხმის უფლების გარეშე, სამაგიეროდ, იმ მჭიდრო კავშირებით, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს“, - განმარტა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, საერთო პოზიციაა, რომ პირველ რიგში უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი, თუმცა უკრაინისთვის ევროპისკენ გზა ღია უნდა დარჩეს.
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...
1784133501
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერია...































