250 ევრო თითო ბავშვზე – იტალიის მთავრობა  ფულადი დამხარების გაცემას იწყებს

 250 ევრო თითო ბავშვზე – იტალიის მთავრობა  ფულადი დამხარების გაცემას იწყებს

250 ევრო თითო ბავშვზე – იტალიის მთავრობა  ფულადი დამხარების გაცემას იწყებს. ბავშვიანი ოჯახების დახმარების შესახებ კანონი ძალაში 2021 წლის 1 აპრილს შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “gazzettadelsud“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერთჯერადი დახმარება ISEE- ს საფუძველზე გაიცემა.

ბავშვიან ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაცემისთვის, იტალიის მთავრობამ 20 მილიარდი გამოყო.

”ერთიანი და საყოველთაო შემწეობა, ეს არის დებულება, რომელიც ოჯახის აქტის ნაწილია და შედგება კვოტისგან, რომელიც გადაეცემა თითოეულ ბავშვს, ასევე ორსულობის მეშვიდე თვიდან 21 წლამდე, თვეში ერთხელ. თანხის რაოდენობა  იზრდება მესამე შვილზე, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში.“

Exclusivetv.ge

 

 

 

ასევე იხილეთ