დავით დარჩიაშვილი მინეაპოლისში სროლაზე: ამერიკელი სამართალდამცავები და სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი, ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, მინეაპოლისში, ფედერალურ აგენტებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ამერიკელი სამართალდამცველები და ამერიკული სამართალდაცვა ცივილიზებულობის მაგალითი ვეღარავისთვის იქნება.

დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ, ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც აქამდე იმიჯის დონეზე მაინც იდგა. ასევე, მას „ველური არაპროფესიონალიზმის“ მაგალითად მოჰყავს ოფიცრების ხელმძღვანელის მიერ, გამოძიების დასრულებამდე მსხვერპლისთვის ტერორისტობის დაბრალება.

„მინეაპოლისში სროლებს (უკვე მეორე ადამიანია მოკლული ფედერალური სააგენტოს ოფიცრების ხელით) კიდევ ერთი შედეგი აქვს: ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი. ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც: კაცს ჯერ ართმევენ იარაღს, რომლის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა. ის ნერვიულობს, წინააღმდეგობას წევს, როდესაც თავზე ოფიცრები აზიან და, ამ მოტივით, თუ სრულიად გაუწვრთნელობის გამო, რამდენიმე ოფიცერი მას ცხრილავს. კი მქონდა ნანახი ასეთი რამეები, მაგრამ მარტო მართლა მემარცხენე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამერიკულ ფილმებში. ახლა ეს ლაივში ხდება. ხო, კიდევ ერთი მაგალითი ველური არაპროფესიონალიზმის: ამ ოფიცერთა ხელმძღვანელი გამოძიებას არ ელოდება და ისევ მსხვერპლს აბრალებს ტერორისტობას“, - წერს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების (ICE) აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.

შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში, პასუხისმგებლობას ქალაქი მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში“ ადანაშაულებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769340987

ახალი ამბები

ავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.   მომ...

დაკავება, პოლიცია

1769338438

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული

ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...

 დავით მათიკაშვილი

1769336503

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული

პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...

 დავით მათიკაშვილი

1769335669

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...

დონალდ ტრამპი

1769332195

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი...

ვიქტორ ორბანი