ლევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ულტიმატუმი წაუყენონ.

„დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. საზოგადოების დაკვეთაც არის ეს ყველაფერი, მათ სურთ ერთ პლატფორმაზე მოისმინონ განსხვავებული აზრები და შემდეგ უკვე გამოიტანონ დასკვნები იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ, მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეიძლება იქ პოლიტიკოსები საერთოდ არ იყოს და იყვნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სასარგებლო.

რაც შეეხება ულტიმატუმებს, მგონი, არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ. ან რა შუაშია რაიმე ულტიმატუმი დებატებთან, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769340987

ახალი ამბები

ავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.   მომ...

დაკავება, პოლიცია

1769338438

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული

ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...

 დავით მათიკაშვილი

1769336503

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული

პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...

 დავით მათიკაშვილი

1769335669

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...

დონალდ ტრამპი

1769332195

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი...

ვიქტორ ორბანი