რევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ
დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ასევე, გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათ შორისაა ქობულეთის მულტიფუნქციური კომპლექსი. იგეგმება რაგბის სტადიონის მშენებლობა ხუცუბანში.
„როგორც უკვე იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს სპორტული და კულტურული დანიშნულების მულტიფუნქციური კომპლექსები. უახლოეს მომავალში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტს წარმოადგენს და რომლის მიმართაც საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მაღალი ინტერესი ფიქსირდება.
საერთო ჯამში, ქვეყნის ყველა რეგიონში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ქობულეთში მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოებს, რომლის დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, გამარჯვებული კომპანია „ბილდინგ ჰაუსი“ განახორციელებს. პროექტი 500 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ ინფრასტრუქტურას, საცურაო აუზებს, ფიტნეს და კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს მოიცავს. ხუცუბანში კი მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი.
პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ბათუმში მათ დაათვალიერეს №26 და №3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში დასრულებული საბავშვო ბაღი. სახელმწიფო დაფინანსებით, ბაღები სრულად მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. 810 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება.
ურბანული განახლების პროექტების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, ბათუმის ი. აბაშიძის, მ. აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზის ქუჩებზე მიმდინარეობს შენობების, საფეხმავლო და საავტომობილო გზების განახლება.
ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებზეც. აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენდება 11-კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 7.6 კმ-იან გვირაბსა და 1.47 კმ-იან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის შედეგად, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25-30 წუთით შემცირდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
1769342882
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში,...
1769340987
ახალი ამბებიავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. მომ...
1769338438
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული
ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...
1769336503
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული
პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...
1769335669
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...































